ავსტრიული OMV-ის წმინდა მოგება 17%-ით შემცირდა

ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-ის წმინდა მოგებამ 2022 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 654 მილიონი ევრო, რაც 17%-ით ნაკლებია 2021 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ერთ აქციაზე მოგებამ შეადგინა 1,67 ევრო წინა წლის 2 ევროს მაჩვენებელთან შედარებით. შემოსავალი გაიზარდა 146%-ით 15,828 მილიარდ ევრომდე. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ 12,66 მილიარდ ევროს მაჩვენებელზე.

კაპიტალდაბანდებები წლიური თვალსაზრისით გაიზარდა 168%-ით და შეადგინა ამ პერიოდისათვის 1,322 მლნ ევრო.

OMV არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ცენტრალურ ევროპაში. იგი ეწევა ნახშირწყალბადების დაზვერვასა და მოპოვებას 17 ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკის, ჩრდილო-დასავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, კასპიის რეგიონის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქვეყნებში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში Aqualia-სა და GWP-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები Aqualia-ს …