თბილისი (BPI) – დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მე –18 საუკუნეში ამერიკას $2,41 მილიარდი დაუჯდა. 1846–1849 წლების ომი მექსიკასთან $2,38 მილიარდი. 1861–1865 წლების სამოქალაქო ომი 79,7 მილიარდი. 1899 წლის ომი ესპანეთთან მექსიკისათვის 9, 03 მილიარდი. პირველ მსოფლიო ომში აშშ–ს ხარჯებმა $334 მილიარდს გადააჭარბა. თავდაცვის ბიუჯეტის ხვედრითმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მაშინ პირველად მიაღწია ორნიშნა რიცხვს და 14,1% შეადგინა.
კორეის სამწლიანი ომში, 1950 –1953 წლებში ამერიკელებმა $341 მილიარდი დახარჯეს. ვიეტნამის ათწლიანი ომი $735 დაჯდა.
პირველი ომი სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ შედარებით იაფი, სულ რაღაც $103 მილიარდი დაჯდა. მეორე ომის ხარჯებმა კოლოსალურ თანხას მიაღწია, $1,6 ტრილიონი, ესაა ფასი რომელიც ამერიკელებმა სადამ ჰუსეინის ლიკვიდაციაში გადაიხადეს. ერთი თვე ერაყში ამერიკის ბიუჯეტს $12 მილიარდი უჯდებოდა.მარტო ჰაერის კონდიცირებისათვის ყაზარმებში და სხვა სათავსოებში ამერიკის სარდლობა წელიწაში $20 მილიარდს ხარჯავდა.შთამბეჭდავია თანხა რომელიც აშშ–ს ბიუჯეტმა ერაყის ომის ვეტერანებს ხელფასისა და კომპენსაციის სახით დაურიგა– $490 მილიარდი.
დიდი ფული იხარჯება კიდევ ერთ ცხელ წერტილში.სამხედრო ოპერაციები ავღანეთში რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა უკვე დაჯდა $641 მილიარდი.
ომზე გაწეული ხარჯების რეკორდი გასულ საუკუნეში დამყარდა. მეორე მსოფლიო ომმა ამერიკის ბიუგეტიდან $4 ტრილიონი “შეჭამა”.