ირანმა ნავთობის მოპოვება 2018 წლის დონემდე აღადგინა

ირანი დაუბრუნდა ნავთობის მოპოვების 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, სანამ აშშ გამოვიდოდა ბირთვული შეთანხმებიდან და სანქციებს დაუწესებდა. ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) გენერალურმა დირექტორმა მოხსენ ხოჯასტე-მერმა განაცხადა. ამის შესახებ იუწყება სააგენტო IRNA.

ხოჯასტე-მერის თქმით, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ადმინისტრაციამ აღადგინა ბოლო წლებში დაკარგული მოპოვებული ნავთობი დღეში ერთი მილიონი ბარელი. მან განმარტა, რომ ირანი მოიპოვებდა 3,838 მილიონ ბარელს დღე/ღამეში, სანამ შეერთებული შტატები 2018 წელს გამოვიდოდა ბირთვული შეთანხმებიდან, რის შემდეგაც თეირანს ნავთობის მრეწველობაში ინვესტიცია მოუწია, რათა ნავთობის მოპოვება არ შეჩერებულიყო და მოცულობა არ დაეცემულიყო. მთლიანობაში, ნავთობის ინდუსტრიაში დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, რათა მოპოვების სანქციამდელ დონეს მივაღწიოთ.

ხოჯასტე-მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნისთანავე ირანს შეუძლია ნავთობის ექსპორტის გაორმაგება. ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ირანი იყენებს შიდა პოტენციალს, მათ შორის ირანულ საძიებო და მომპოვებელ კომპანიებს და ბანკებს, რათა განავითაროს ნავთობისა და გაზის საერთო საბადოები სამხრეთ ირანში.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …