ირაკლი ლექვინაძემ OECD-GVH RCC-მიერ ორგანიზებულ კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირთა გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიერ ორგანიზებულ, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირთა ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიება გახსნა OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრედერიკ ჯენიმ.  მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) დირექტორის მოადგილე ფინანსურ და საწარმოთა საკითხებში, ანტონიო გომესმა და  კონკურენციის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, რენატო ფერანდიმ.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მონაწილეებმა  შემდეგი  საკითხები განიხილეს- რეგიონული თანამშრომლობა: ტენდენციები და შესაძლებლობები; აღსრულება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში; მდგრადი განვითარება და კონკურენციის კანონმდებლობა და ა.შ.

შეხვედრას, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, ასევე ესწრებოდა – პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი, თამარ ჩაკვეტაძე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …