Myway Airlines-ი რუსეთის მიმართულებაზე გაყიდულ ბილეთებს აბრუნებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანიამ Myway Airlines-ი რუსეთის მიმართულებაზე გაყიდულ ბილეთებს იბრუნებს.

კომპანიამ უკვე მიიღო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეზღუდებათ.

“Myway Airlines ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცესს იწყებს. ყველა მგზავრს გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება. მგზავრებს თანხა იმ არხის საშუალებით დაუბრუნდებათ, რისი მეშვეობითაც მოხდა ავიაბილეთების შეძენა.

ბილეთების დაბრუნების პროცედურა შეეხება მხოლოდ 8 ივლისის შემდეგ დაგეგმილ ფრენებს”, – განმარტავენ კომპანიაში.

შემთხვევითი სიახლე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. …