საგამოძიებო სამსახური 46 „ქოლ ცენტრშია“ შესულია, სადაც იკვეთება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას – მინისტრი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 46 „ქოლ ცენტრშია“ შესულია, სადაც იკვეთება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ „ქოლ ცენტრებს“, ბუნებრივია, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს,

ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებით ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის ამ დავალების აღსრულება დაწყებულია. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ ქვეყანაში ბევრი „ქოლ ცენტრი“ მოქმედებს, რომელიც სრულიად ლეგალურად საქმიანობს. ესენი არიან „ქოლ ცენტრები“, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას ემსახურებიან – „ამაზონს“ და სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, თუმცა, გარდა ამისა, გამოიკვეთა „ქოლ ცენტრები“, რომლებიც შესაძლოა, არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ. არსებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. უკვე ამ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 „ქოლ ცენტრში“, სადაც იკვეთება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. ამ „ქოლ ცენტრებს“, ბუნებრივია, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, საგადასახადო შემოწმებები. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია მსგავსი 46 სხვადასხვა „ქოლ ცენტრი“, ასევე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც შესულია საქართველოს პროკურატურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ეროვნული ბანკიდან, ფინანსთა სამინისტროდან წარმომადგენლები. ამასთან, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების საჭიროება გამოიკვეთა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია მომავალში. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში მთავრობას განსახილველად წარედგინება,“- განაცხადა ხუციშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …