ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი მაჩვენებლები შედარებითი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა – თიბისი კაპიტალის მიმოხილვა

საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი მაჩვენებლები შედარებითი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალუს მონაცემებით, მარტში ექსპორტისა და იმპორტის ზრდა მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მაინც ძლიერი იყო, განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით, მაშინ, როდესაც იმპორტზე, სავარაუდოდ შიდა მოთხოვნის შემცირებამ მოსალოდნელზე მეტად იმოქმედა. საქონლით ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

“ტურიზმის აღდგენა კი, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, გაძლიერდა კიდეც. გზავნილების მხრივ, მარტში დაფიქსირებული მდგრადობის შემდეგ, აპრილში მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციასაც კი ჰქონდა ადგილი.

უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოსა და რეგიონის სხვა ეკონომიკების კუთხით სენტიმენტების გაუმჯობესება გრძელდება. კერძოდ, მაშინ როდესაც უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის სუვერენული რისკ პრემია გაიზარდა, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების შემთხვევაში ნორმალიზების ტენდენცია გრძელდება. როგორც ჩანს, ეს საომარი მოქმედებების დაწყების პერიოდთან შედარებით, ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის მხრივ უფრო ზომიერი შეფასებების შედეგია”, აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …