JPG edited with https://ezgif.com/resize

Meta-ს სიძულვილის ენის განახლებული გაიდლაინი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, „ფსიქიკურად დაავადებული“ უწოდონ ადამიანებს მათი სექსუალური ან გენდერული იდენტობიდან გამომდინარე – Sky News

კომპანია Meta-ს სიძულვილის ენის განახლებული გაიდლაინი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, „ფსიქიკურად დაავადებული“ უწოდონ ადამიანებს მათი სექსუალური ან გენდერული იდენტობიდან გამომდინარე. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული საინფორმაციო პორტალი Sky News-ი ავრცელებს.

„ჩვენ დავუშვებთ მტკიცებებს ფსიქიკური დაავადების ან არანორმალურობის შესახებ, როდესაც ეს ეფუძნება გენდერულ ან სექსუალურ ორიენტაციას, ტრანსგენდერიზმისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ პოლიტიკური და რელიგიური დისკურსის გათვალისწინებით“, – ნათქვამია კომპანია Meta-ს განახლებულ გაიდლაინში.

ასევე გაუქმებულია წესები, რომლებიც კრძალავს ადამიანის გარეგნობის შეურაცხყოფას რასის, ეროვნების, ეროვნული წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, გენდერული იდენტობის და სერიოზული დაავადების გამო.

Meta-ს პლატფორმები შექმნილია იმისთვის, რომ იყოს ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი. პლატფორმებზე, სადაც მილიარდობით ადამიანს შეუძლია ჰქონდეთ ხმა, ნაჩვენებია ყველაფერი – კარგი, ცუდი და მახინჯი. მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …