McDonald’s 19 სექტემბერს დედოფლის დაკრძალვის დღეს პატივისცემის ნიშნად დიდ ბრიტანეთში რესტორნებს დახურავს

McDonald’s 19 სექტემბერს დედოფლის დაკრძალვის დღეს პატივისცემის ნიშნად დიდ ბრიტანეთში რესტორნებს დახურავს. სწრაფი კვების გიგანტის განცხადებით, კომპანიის 1,300 ობიექტი მუშაობას საღამოს 5 საათზე განაახლებს.

“მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის პატივსაცემად და იმისათვის, რომ McDonald’s-ის ყველა თანამშრომელს საშუალება ჰქონდეს მას პატივი მიაგონ, ჩვენი რესტორნები დიდ ბრიტანეთში 19 სექტემბერს ორშაბათს შუაღამიდან საღამოს 5 საათამდე დაიხურება”, – წერს კომპანია Twitter-ზე.

საღამოს 5 საათამდე არც მიტანის სერვისი იმუშავებს.

დედოფლის დაკრძალვის დღე ბრიტანეთში დასვენებად გამოცხადდა. ბევრმა მოვაჭრემ განაცხადა, რომ ამ დღეს მუშაობას აჩერებს. პაბ ჯგუფი Stonegate ორშაბათს მუშაობას და ეკრანზე დედოფლის დაკრძალვის ჩვენებას გეგმავს.

სასტუმრო Premier Inn-ის მფლობელმა Whitbread-მა ასევე დაადასტურა, რომ მისი სასტუმროები და რესტორნები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ დაკრძალვის დღეს ბიზნესი მუშაობის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

“ცხადია, ცალკეულმა ბიზნესებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რა არის მათთვის სწორი და ეს განიხილონ თანამშრომლებთან. აშკარად არ არსებობს ერთიანი მიდგომა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითაც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, ხოლო მსოფლიოში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.

წყარო: ბიზნეს ფორმულა

შემთხვევითი სიახლე

შეიძინე eSIM silknet.com-დან

ვირტუალური მობილური ნომერი ბევრი მომხმარებლისთვის  უფრო კომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით  მათთვის, ვისაც  ხშირად უწევს მობილურ მოწყობილობაში …