MasterCard | Payments Photo by Bryan Derballa

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი შემოსავლების ზრდას ელის – Mastercard-ის კვლევა

Mastercard SME Confidence Index-ის მიხედვით, საქართველოს პოსტპანდემიურ გარემოში  მცირე და საშუალო ბიზნესები (SME) ზრდისკენ არიან მომართულები და სამომავლო პერსპექტივებს პოზიტიურად აფასებენ.

Mastercard აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EEMEA) მცირე და საშუალო ბიზნესის სანდოობის ინდექსის კვლევის მიზანია, უკეთ შეაფასოს როგორც პანდემიის გავლენა კომპანიებზე, ასევე მათი პროგრესი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. მიუხედავად EEMEA-ს ზონაში დაფიქსირებული ოპტიმიზმისა, გამოკითხვამ ბიზნესების გაციფრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოში ათი მცირე და საშუალო ბიზნესიდან (SME) ოთხი გაყიდვების ზრდას, ხოლო სამი შემოსავლების სტაბილურობას პროგნოზირებს. გამოკითხულთაგან მხოლოდ 12% ელის შემოსავლის ვარდნას მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ქართულ ბიზნეს სექტორში შესამჩნევია ოპტიმიზმის გრძნობა, ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის 78% თავდაჯერებულია საკუთარ პროგნოზებში. მიღებული მონაცემები საქართველოს EEMEA-ის ზონის წამყვან ქვეყნებს შორის ათავსებს, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების შემდეგ.

“Mastercard მზად არის დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესებს და ხელი შეუწყოს მათ გაფართოებას. ჩვენ მზად ვართ კომპანიებს შევთავაზოთ ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს განვითარდნენ მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოში. SME Confidence Index-ის კვლევისას ნათელი გახდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა“, – ამბობს იასემინ ბედირი, Mastercard თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის დივიზიის პრეზიდენტი.

კვლევა ასევე მოიცავს იმ სფეროებს, სადაც ქართულ ბიზნესს დახმარება ესაჭიროება. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორებია პერსონალის მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება (79%), კორპორაციული ოპერაციების გაციფრულება (78%) და ფინანსური სერვისებისა თუ საკრედიტო დაფინანსების მარტივი ხელმისაწვდომობა (89%). უფრო მეტიც, მონაცემებისა და ანალიტიკის გამოყენება (76%) და ფირმის გლობალური ზრდა (57%) – ორივე განიხილება, როგორც ზრდის პერსპექტივები.

მიუხედავად ოპტიმისტური პერსპექტივისა, მცირე და საშუალო ბიზნესები საქართველოში აწყდებიან სირთულეებს, როგორიცაა ბიზნესის მართვის ხარჯების ზრდა (38%) და სესხების დაფარვის პრობლემა (36%). კვლევაში ასევე გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი საკითხი, მარეგულირებელი ვალდებულებების მართვა (18%) და კაპიტალის ინვესტიციებზე წვდომა (6%).

Mastercard-ს ესმის ინკლუზიური განვითარების მნიშვნელობა, შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და მათი ზრდის დასაჩქარებლად, კომპანია პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომლებიც მომხმარებელთა წახალისებასა და მცირე თუ საშუალო ბიზნესების ბაზრის ცვალებად პირობებთან ადაპტაციას ითვალისწინებს.

შენიშვნები რედაქტორისთვის:

კვლევის მეთოდოლოგია:

  • სატელეფონო ან პირისპირი სახის ინტერვიუები მცირე და საშუალო ბიზნესის გადაწყვეტილების მიმღებებთან 11 ქვეყანაში ; სამ რეგიონში (MENA, აფრიკა და აღმოსავლეთ ევროპა)
  • 300-მდე რესპონდენტი თითო ქვეყანაში – კენიაში, ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკაში
  • 100-მდე რესპონდენტი თითო ქვეყანაში – ეგვიპტეში, UAE-ში, KSA-ში და 300 რესპონდენტი კატარში
  • 100-მდე რესპონდენტი თითო ქვეყანაში – საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ზომის ეროვნულ წარმომადგენლობითი ნიმუში
  • წაკითხვადი ნიმუშის ზომები:
  • რეგიონის კლასტერები
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ზომა, წლები ბიზნესში
  • გადაწყვეტილების მიმღების სქესი და ასაკი

 

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …