Luftansa თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით ავიარეისებს ამატებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Luftansa თბილისი-მიუნხენის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობას კვირაში, 2-ით 9-მდე ზრდის.

კომპანიის ცნობით, სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად (გამგზავრება: 05:05), ხელმისაწვდომი იქნება მეორე, შუადღის რეისიც. აღნიშნული ფრენა 15:55 საათზე შესრულდება თანამედროვე ეარბას A320 თვითმფრინავით, რომელიც მიუნხენის ჰაბში 18:00 საათზე ჩაფრინდება. სამშაბათსა და შაბათს, 09:00 საათზე ასევე ხელმისაწვდომია ავიარეისები მიუნხენი-თბილისის მიმართულებით.

დამატებითი რეისებით ავიაკომპანია უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს მგზავრებს – განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიუნხენის გავლით ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრებიან.

Luftansa-ს ყველა მგზავრს საშუალება აქვს, მიუნხენიდან გადაადგილდეს 46 ქვეყნის 140 მიმართულებით. თბილისიდან ორი ახალი ავიარეისის დამატება აღნიშნულ რეისზე მგზავრთნაკადის 14%-იან ზრდას განაპირობებს. სწორედ მიუნხენშია „ლუფთანზას“ ერთ-ერთი ძირითადი ჰაბი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე და კომფორტული ტერმინალით. ტერმინალს Skytrax 5-Star ჯილდოც აქვს მიღებული.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …