ლიდერი “ჩაისმსმელი” – თურქი წლის განმავლობაში საშუალოდ 1300 ჭიქა ჩაის სვამს

თბილისი (BPI) – თურქეთი ჩაის მოხმარების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. სტამბოლის ჩაის სახლების ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ ქვეყნის მაცხოვრებელი წლის განმავლობაში საშუალოდ 1 300 ჭიქა ჩაის სვამს.

სერდარ ერშახინის თქმით, თურქი დღის განმავლობაში საშუალოდ 3-5 ჭიქა ჩაის მოიხმარს. თუმცა არის პერიოდები, როდესაც ეს მაჩვენებელი 10-მდე იზრდება. თურქი არ იყენებს პაკეტის ჩაის, ან სხვა მეთოდით დამზადებულ ჩაის. ის როდესაც ჩაის ხარშავს, მის მომზადებას 20 წუთამდე სჭირდება.

გარდა მოხმარებისა, თურქეთი ჩაის მოყვანისა და ექსპორტის მხრივაც ერთ-ერთი მოწინავე ლიდერი ქვეყანაა.

თურქეთი ჩაის ექსპორტს 100-მდე ქვეყანაში ახდენს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …