ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.2322 ლარი შეადგინა.  კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2308 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.14 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5431 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2189 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2151 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 მარტიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …