ლარი მცირედით გამყარდა

24 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2372 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2385 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.13 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5561 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5630 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.69 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2179 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 4.2705 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 მარტიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …