ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2209 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.65 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5549 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5485 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2189 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.2442 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 მარტიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …