ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.0597 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0517 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებაში -0.80 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2157 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.09 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2066 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.8188 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …