ლარი მცირედით გამყარდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1013 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.17 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4276 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4496 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.20 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2106 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 4.0545 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …