ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

29 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0591 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2338 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2157 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.81 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2063 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.8471 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …