ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

14 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.89 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3526 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3380 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.46 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2103 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.0369 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …