ლარი მცირედით გამყარდა

29 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1917 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 5.63 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4652 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5054 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.02 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2114 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1074 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 მარტიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …