Kuehne Nagel -თან ანაკლიის კონსორციუმმა მემორანდუმი გააფორმა

თბილისი (BPI) – „ეს ნიშნავს საქართველოში ახალი ტვირთების შემოდინებას და  ახალი სერვისების განვითარებას“, – ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი  Kuehne + Nagel -თან მემორანდუმზე აღნიშნავს, რაც ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში უფრო მეტი მეწარმის ჩართულობას გულისხმობს. ჩნდება მოლოდინი, რომ თეზის ინდუსტრიული და ლოგისტიკური ცენტრით უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია დაინტერესდება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ანაკლია სითისა და მსოფლიოს წამყვანი ლოგისტიკური კომპანია Kuehne + Nagel-ს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ქუნენ ნაგელის ბიზნეს აქტივობის გაზრდას რეგიონში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მეშვეობით.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …