რუსეთიდან კაპიტალის გადინება 266 პროცენტით გაიზარდა

რუსეთიდან კაპიტალის გადინება წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 266 პროცენტით გაიზარდა და 64,2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაპიტალის გადინება ქვეყნიდან 2021 წლის პირველ კვარტალში 17,5 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 64,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პერიოდში რუსეთის საგარეო სავაჭრო სუფიციტი 25,8 მილიარდი დოლარიდან 66,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, ათობით უცხოურმა კომპანიამ და ინვესტორმა გადაწყვიტა რუსეთიდან გასვლა ან იქ საქმიანობის დროებით შეჩერება.

რუსეთიდან კაპიტალის გადინება 2021 წელს წინა წელთან შედარებით 42 პროცენტით გაიზარდა და  72 მილიარდ დოლარს მიაღწია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …