კამპანიას „ემოციები არის საქართველო“ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაეცნო

თბილისი (BPI) – კამპანიას „ემოციები არის საქართველო“ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაეცნო, – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული მილიონობით ტურისტის სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეიკრიბა ვებ-გვერდზე EmotionAreGeorgia.

6 თვიანი ინტენსიური მუშაობისას ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინა და გაანალიზა საქართველოში ჩამოსული ტურისტების სოციალურ მედიაში გაზიარებული პოსტები, შეირჩა ყველაზე ემოციური და შთამბეჭდავი პოსტები საქართველოს შესახებ.

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინტერნეტ კამპანია გამართა 9 მიზნობრივ ქვეყანაში: გერმანია, იტალია, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და საქართველო. (შედეგად მივიღეთ 655 114 კლიკი და 13 მილიონი ვიდეოს ნახვა).

2018 წლის დეკემბერში სატელევიზიო სარეკლამო კამპანია ჩატარდა BBC-ზე და CNN-ზე, პარალელურად მიმდინარეობდა ვებ-რეკლამა მედია პლატფორმების გვერდებზე.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …