თებერვალში სტამბოლში ჩასული ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173%-ით გაიზარდა

თებერვალში სტამბოლში ჩასული ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173%-ით გაიზარდა.

მაშინ, როცა გასული წლის თებერვალში სტამბოლში 351 ათასი ტურისტი ჩავიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 956 ათასამდე გაიზარდა.

სტამბოლის კულტურისა და ტურიზმის დირექტორატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 2 თვეში ქალაქში შესული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 1 მილიონ 748 ათას 60 შეადგინა. რაც შეეხება თებერვლის თვეს, ეს რიცხვი 956 ათას 482 გახლდათ.

სტამბოლს თებერში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან, გერმანიიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, ქუვეითიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, ერაყიდან და უკრაინიდან ეწვია.

194 ქვეყანას შორის სტამბოლში თებერვალში თითო-თითო ადამიანი ჩამოვიდნენ ჩრდილოეთ კორეიდან, ვატიკანიდან, ბუტანიდან და აღმოსავლეთ ტიმორიდან.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …