ირანი მზადაა მსოფლიოს საჭირო მოცულობის ნავთობი მიაწოდოს

ირანი მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს. როგორც ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის საჭირო რაოდენობა შესთავაზოს, რაც სანავთობო ბაზარზე ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს.

“ირანის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის ბაზრის წილი. სანქციების და სანქციების შემდგომ პერიოდში ირანის მსოფლიო ბაზარზე დასაბრუნებლად საჭირო ზომები მიიღება“, განაცხადა NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …