დაზღვევის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების გაძლიერება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია – ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დაზღვევის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების გაძლიერება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

“დაზღვევის დღის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები ხელშემწყობია სექტორის განვითარებისთვის. ვულოცავ ამ ინდუსტრიაში ჩართულ ყველა ადამინს, კომპანიას დღევანდელ დღეს და ვუსურვებ წარმატებას. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, ქეისების განხილვის კუთხით, დაზღვევის სექტორს წამყვანი ადგილი უჭირავს. აქტიურობა და კონკურენცია საკმაოდ მაღალია. მადლობა მინდა გადავუხადო სადაზღვევო ინდუსტრიას და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის,’’ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიებაზე CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა სტუმრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მიერ ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნო, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ქვეყნის მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას, განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის, თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი.

დაზღვევის დღე ჩატარდა სლოგანით – „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“, რომელიც წელს საქართველოში პირველად აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორის და ეკონომიკური სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …