თურქეთი ინსულინის წარმოებას იწყებს

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ქვეყნის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (TİTCK) მოუწოდეს ადგილობრივი ინსულინის წარმოებაზე შესაბამისი მუშაობა დაიწყოს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის.

ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან საკითხთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ინსულინი დამზადდება თურქეთში. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები ინსულინის ადგილობრივ წარმოებისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიაბეტის და ქრონიკული დაავადების დროს. ამისათვის კი მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს, რომელმაც ადგილობრივი კოვიდ-19-ის ვაქცინა შექმნა, მოვუწოდეთ ახლა ინსულინზე დაიწყოს მუშაობა“.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …