IMF-ის რჩევები მთავრობას

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს მთავრობას სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას ურჩევს.

ფონდის მოსაზრებით ეს მნიშვნელოვანია საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გასაზრდელად და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საშუალოვადიან პერიოდში.

მისია, რომელმაც მერსედეს ვერა მარტიონის ხელმძღვანელობით 1 კვირიანი მუშაობა უკვე დაასრულა, გავრცელებულ რელიზში იწონებს ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო მექანიზმის ამოქმედებას და გადახდისუუნარობის კანონის მიღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

“არსებული ვითარება რეფორმების გაგრძელების საშუალებას იძლევა, ვგულისხმობთ საბაზისო პენსიებისთვის ინდექსირების წესის შემოღებას, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროებების დაკმაყოფილებას და განათლების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

სსფ-ს მისია ელოდება დიკუსიის გაგრძელებას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის ფარგლებში ა.წ. აპრილში”, – განმარტავს ვერა-მარტინი.

ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპექტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3%-ს შეადგენს; რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად.

“გაურკვეველი საერთაშორისო პერსპექტივა მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების დაგროვებას, და გონივრული მაკრო პოლიტიკის გაგრძელებას. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების განზრახვას შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ვიდრე ეს საჭირო იქნება და ასევე განახორციელოს პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა.

2020 ბიუჯეტი მართებულად ინარჩუნებს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას. ფისკალური დეფიციტი 2020 წელს იზრდება მშპ-ს 2.4 პროცენტამდე, 2019 წლის 2.1 პროცენტთან შედარებით. სსფ-ს გუნდი მიესალმება ხელისუფლების ძალისხმევას დღგ-ს ანაზღაურების ასწრაფების მიმართულებით, ანაზღაურების ავტომატური სისტემის შემოღებით; ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩოს დასასრულებლად და სახელმწიფო საწარმოების მართვის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ხელისუფლება იყოს ყურადღებით რომ არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება”, – განმარტავს მისია გავრცელებულ რელიზში.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …