იანდექსი უპილოტოს ლას-ვეგასში ცდის

თბილისი (BPI) – იანდექსმა ნევადაში უპილოტო ავტომობილი გაუშვა, სადემონსტრაციოდ.

ის ოფიციალურად წარსდგება საერთაშორიო გამოფენაზე, რომელიც დღეს გაიხსნა და 11 იანვრამდე გასტანს. ამ პერიოდში ავტომობილის გამოცდა ყველას შეუძლია. წინა სავარძელს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკოსი იკავებს.

ავტომობილი აშშ-ში აეწყო. შემდეგ კარტოგრაფიული ტექნოლოგიით იანდექსმა მეხსიერებაში ქალაქის  რუკა ჩატვირთა. პროგრამული უზრუნველყოფა მომართულია მხოლოდ იმ გზებზე, სადაც  72 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობაა დაშვებული.

ლას-ვეგასი რუსეთის გარდა  პირველი ქალაქია, სადაც  უპილოტო ავტომობილი გამოიცადა. Spot-ი მანამდე ევროპაში  იანდექსის  უფასო ტაქსის გაშვების გეგმაზე წერდა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …