I კვარტლში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მაჩვენებელი 2%-იანი გადაჭარბებით შესრულდა

2023 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 335 782.5 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 4 422 784.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.0%.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 099 250.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 4 113 046.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.3%.
სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების მობილიზაციის მდგომარეობა ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია:
 საშემოსავლო გადასახადის სახით მობილიზებულია 1 424 045.9 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1 266 000.0 ათასი ლარი) 112.5%-ია.
 მოგების გადასახადის სახით მობილიზებულია 671 132.3 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (695 000.0 ათასი ლარი) 96.6%-ია.
 დამატებული ღირებულების გადასახადის სახით მობილიზებულია 1 585 358.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1 478 250.0 ათასი ლარი) 107.2%-ია.
 აქციზის სახით მობილიზებულია 434 102.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (333 000.0 ათასი ლარი) 130.4%-ია.
 იმპორტის გადასახადის სახით მობილიზებულია 32 101.6 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (25 000.0 ათასი ლარი) 128.4%-ია.
 სხვა გადასახადის სახით მობილიზებულია -33 694.2 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (302 000.0 ათასი ლარი) -11.2%-ია.

გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 87 412.5 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 114 861.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 131.4%. კერძოდ:
 ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები – 60 048.0 ათასი ლარი;
 საინვესტიციო გრანტები – 1 883.6 ათასი ლარი;
 ხაზინის ანგარიშზე რიცხული რეესტრის გრანტები – 25 699.8 ათასი ლარი;
 „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული სახსრები – 27 230.1 ათასი ლარი).

სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 149 120.0 ათასი ლარის ოდენობით, მობილიზებულ იქნა 194 877.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 130.7%.
საანგარიშო პერიოდში სხვა შემოსავლების მობილიზაციის მდგომარეობა ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია:
 საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 77 993.6 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (68 300.0 ათასი ლარი) 114.2%-ია. აქედან,
 პროცენტები – 70 930.6 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (62 800.0 ათასი ლარი) 112.9%-ს შეადგენს.
 დივიდენდები – 9.0 ათასი ლარი.
 რენტის სახით მობილიზებულია 7 053.9 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (5 500.0 ათასი ლარი) 128.3%-ია.
 საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მობილიზებულია 19 992.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (13 820.0 ათასი ლარი) 144.7%-ია. აქედან, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით – 19 409.2 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (13 130.0 ათასი ლარი) 147.8%-ია. მათ შორის:
– სალიცენზიო მოსაკრებელი – 113.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (25.0 ათასი ლარი) 454.9%-ია;
– სანებართვო მოსაკრებელი – 11 726.1 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (6 300.0 ათასი ლარი) 186.1%-ია.
– სარეგისტრაციო მოსაკრებელი – 451.9 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (500.0 ათასი ლარი) 90.4%-ია;
– სახელმწიფო ბაჟი – 6 198.9 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (5 600.0 ათასი ლარი) 110.7%-ია;
– საკონსულო მოსაკრებელი – 501.1 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (390.0 ათასი ლარი) 128.5%-ია;
– სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი – 225.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (165.0 ათასი ლარი) 136.4%-ია.
– სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებლების სახით მობილიზებულია 192.4 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (150.0 ათასი ლარი) 128.3%-ია.
 არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლისა და მომსახურებიდან – 582.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (690.0 ათასი ლარი) 84.5%-ია. მათ შორის:

 სანქციების (ჯარიმები და საურავები) სახით მობილიზებულია 35 529.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (26 000.0 ათასი ლარი) 136.7%-ია.
 ტრანსფერები რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული მობილიზებულია 61 361.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (41 000.0 ათასი ლარი) 149.7%-ია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …