თბილისი (BPI) – HUAWEI P30 სერია ახალ რეკორდებს ამყარებს – უახლესმა მოდელებმა კომპანიის გაყიდვების ისტორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და წარდგენიდან სულ რაღაც 85 დღეში გაყიდვების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმარციას ადასტურებენ HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფშიც. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ წინა რეკორდი 62 დღით გააუმჯობესა.
„10 მილიონი გაყიდული ერთეული წარდგენიდან 85 დღეში“ – ამის შესახებ MWC-ს შანხაის გლობალურ სამიტზე, HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტმა, გაყიდვების ხაზის მიმართულებით, კევინ ჰომ განაცხადა: „იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მოხდა 2018 წელს, P20 სერიის გაყიდვების მოცულობამ 10 მილიონს გამოშვებიდან 147 დღეში, მიაღწია. წელს კი, ამ შთამბეჭდავი ციფრის მისაღწევად 62 დღით ნაკლები დაგვჭირდა“.
HUAWEI -ს უწყვეტი ინოვაციების წყალობით, P30 სერია მომხმარებლებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ შესაძლებლობებს სთავაზობს – ულტრამგრძნობიარე, ლეიკასთან ერთად შექმნილი 4 ძირითადი კამერა, 10x ჰიბრიდული ზუმი, ულტრა-გამძლე ელემენტი და ფერების სრულიად ახალი არჩევანი. წამყვანმა საერთაშორისო მედიამ P30 სერიას „2019 წლის საუკეთესო კამერაფონის“ წოდება მიანიჭა.
კომპანიის მონაცემით,ბოლო წლების მანძილზე, HUAWEI -მ 480 მილიარდ ჩინურ იენზე მეტი ინვესტიცია ჩადო ტექნოლოგიურ განვითარებაში და პარტნიორობაში, როგორც პროგრამულ ისე ტექნიკურ მომწოდებლებთან. სწორედ ამ მიდგომებმა გახადეს HUAWEI ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ახალი ტექნოლოგიებისა და სმარტფონების ინდუსტრიაში.
HUAWEI -ში მიაჩნიათ, რომ უწყვეტი ინოვაცია, და ამ მიმართულებით ინვესტირება, კიდევ უფრო განავითარებს მათ პროდუქტებს და მისცემს საშუალებას მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებლის ლოიალობაზეც.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.