“HUAWEI P30 სერია – ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდებოდა სმარტფონების ინდუსტრიას”

თბილისი (BPI) – „სმარტფონი რომელიც  მომხმარებელს აძლევს ზუსტად იმას, რაც მას სჭირდება…” ,  „ეს არის ის, რაც აკლდა მობილურების ინდუსტრიას”. – ასე აფასებენ HUAWEI P30 სერიის სმარტფონებს მსოფლიოს წამყავნი მედია გამოცემები. გამოცემა Stuff-ის განცხადებით ახალი სერიის კამერის კონფიგურაცია არის კიდევ ერთი წინ გადაგმული  ნაბიჯი ინოვაციურ სამყაროში. ის ნამდვილად ცვლის წესებს ფოტოგრაფიაში.

მნიშვნელოვანია, რომ ხუთიათასამდე მედიაგაშუქება წარდგენიდან 6 საათში, HUAWEI P30 სერიის სმარტფონები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.  

დააფიქსირეთ შორს მყოფი ობიექტები, თუნდაც ეიფელის კოშკი სრული მასშტაბით და ამასთან ერთად, წარმოუდგენლად ახლოს – ეს უკვე შესაძლებელია 10x ჰიბრიდული, 50x ციფრული და 5x ოპტიკური  ზუმით, ინტერნეტ გამოცემა Beebom YouTuber -ი განმარტავს, რომ  „კომპანია HUAWEI-მ დიდი ძალისხმევა ჩადო P30 Pro-ს სუპერ ზუმ კამერაში, რომელის შესაძლებლობებსაც  ვერცერთი ფლაგმანი ვერ გაუტოლდება. ის  საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონია“.

„HUAWEI P30 Pro-ს კამერების რაოდენობა, წყობა და  განლაგება შესაძლებელს ხდის,  დაბალი განათებისა და დიდი დისტანციის პირობებშიც კი,  ფოტოები გადაიღოთ,  კონკურენტებზე ბევრად უკეთესი ხარისხით. სულ მცირე შუქიც კი, საკმარისია P30 Pro-სთვის, რომ გადაიღოს განმაცვიფრებელი ფოტოები. ის ნამდვილად ცვლის თამაშის წესებს ფოტოგრაფიაში!” – ვკითხულბთ Stuff-ის სტატიაში.

GSMArena -ს  ცნობით „P30 სერიის წინასწარი შესყიდვები მოლოდინს აჭარბებს და  შეკვეთები 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე P20 სერიის შემთხვევაში იყო. ეს უკვე ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ახალი პროდუქტი, უფრო მეტი რაოდენობით გაიყიდება, ვიდრე მისი წინამორბედი.“

CNBC იტყობინება: “პიტერ რიჩარდსონი, კვლევის დირექტორი ტექნოლოგიების სტრატეგიებისთვის Counterpoint Research-ის გამოცემის დახმარებით აცხადებს, რომ  რომ ჩინური სმარტფონების მწარმოებლის ტელეფონები „ბედნიერების ფაქტორს“ შეიცავს, რადგან „მის მსგავს კამერას მათ კონკურენტ სმარტფონებში, მათ შორის, Apple-ს  iPhone-შივ ვერ ნახავთ“. ის განმარტავს,  რომ P30 Pro-ს არაჩვეულებრივი ტელეფოტო ლინზა შექმნილია შორი მანძილის კადრების გადასაღებად, რაც ხშირ შემთხვევაში სმარტფონების სუსტ წერტილს წარმოადგენს.

Dailymail-ის გვერდზე ვკითხულობთ: Forrester-ის ანალიტიკოსი, ტომეს ჰასონი აცხადებს: “P30 და P30 Pro-ს წარდგენით, კომპანია Huawei ახდენს ძლიერი ტექნოლოგიური ლიდერობის დემონსტრირებას თავის კლასში საუკეთესო, ხელოვნური ინტელექტის მქონე ფოტოგრაფიის გამოცდილების გამოყენებით”.

CNET: IHS Markits-ის ანალიტიკოსი უეინ ლემი აღნიშნავს:  “მას შემდეგ, რაც კომპანია Huawei-მ  წინა წელს წარადგინა P20 Pro, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჯერ კიდევ მაშინ მან  აჯობა Apple-სს ხარისხის თვალსაზრისით და ასევე მობილური ფოტოგრაფიის შესრულების შესაძლებლობებით“.

გამოცემა MrWhoseTheBoss აღნიშნავს, რომ HUAWEI P30 Pro  სელფის კამერის რეზოლუციით, იშვიათი კამერის კონფიგურაციითა და დატენვის სისწრაფით უკონკურენტო სმარტფონია . „HUAWEI P30 Pro ამარცხებს კონკურენტებს. მას აქვს კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს ფოტოები ღამით ისე, როგორც არასდროს და ისე, როგორც ამას სხვა ვერავინ ახერხებს. დღესდღეობით, შესაძლებელია ითქვას, რომ ეს  არის  საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა უყოს სანდო, ძლიერი, სტაბილური და ეფექტური კამერა.“

შეგახსენებთ, რომ კომპანია HUAWEI-მ მომხმარებლებს,  ახალი P30 სერიის სმარტფონები პარიზში, 26 მარტს  გამართულ ღონისძიებაზე  წარუდგინა.  სრულიად განახლებული, მძლავრი და ულტრა მგრძნობიარე კამერათა სისტემით  HUAWEI P30 და HUAWEI P30 Pro რადიკალურად ცვლის ფოტოგრაფიის წესებს. HUAWEI P30 სერიაში, ტრადიციულად, ლეიკასთან ერთად შექმნილი კამერათა სისტემა გვხვდება, რომელიც უახლესი სენსორებისა და გამოსახულების ავტომატურ რეჟიმში დამუშავების ტექნოლოგიით, პროფესიონალური გადაღების შესაძლებლობებს გვთავაზობს.

მსოფლიოში პირველი, ლეიკასთან ერთად შექმნილი, 4 ძირითადი კამერის მქონე HUAWEI P30 Pro აღჭურვილია 40 MP-იანი ულტრა ფართო ხედვის და 20 MP-იანი ფართო ხედვის ლინზებით. გარდა ამისა P30 Pro-ს კამერათა სისტემა მოიცავს  8 MP_იან ტელეფოტო ლინზას და TOF კამერას, რომელიც უფრო მაღალი სიზუსტით ზომავს ობიექტის სიღრმეს. შედეგად, გადასაღებ ობიექტზე ვიღებთ უფრო მკვეთრ ფოკუსს,  ფონი კი მრავალფეროვანი ეფექტების დახმარებით,  უფრო ბუნდოვანი ხდება.  

P30 სერიაში ასევე გვხვდება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდით განბლოკვის შესაძლებლობა, უსადენო დამუხტვისა და რევერსული დამუხტვის ფუნქციები. 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიითა და უმძლვარეს პროცესორ, Kirin 980-ზე მომუშავე 4200 მილიამპერიანი ელემნტით, სმარტფონი საუკეთესო თანამგზავრია მოგზაურობის მოყვარულთათვის.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

იანვრიდან ელექტროენერგიის მომხმარებლები გადახდის ქვითარს შემცირებული ტარიფით მიიღებენ

საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის მომხმარებლები ქვითარს ახალი, შემცირებული ტარიფით მიიღებენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული …