HUAWEI Mate20 სერიის ელემენტის უსაზღვრო შესაძლებლობები

თბილისი (BPI) – HUAWEI-ს სმარტფონების უპირატესობას, სხვა ბრენდებთან შედარებით, პროდუქციის მაღალი ხარისხი, თანამედროვე დიზაინი და ტექნიკური მონაცემებისა და ფასის იდეალური შეხამება განაპირობებს. HUAWEI ქმნის მომხმარებელზე მორგებულ სმარტფონებს, ითვალისწინებს რა მათ მოთხოვნებს, ცხოვრების წესსა და ინტერესებს.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში მომხმარებელს საკმაოდ ბევრი ინოვაცია შესთავაზა, მათ შორის,  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სმარტფონების ენერგოეფექტურება იყო.

HUAWEI-ს სმარტფონების მთავარი  საიდუმლო მათი ელემენტების გამძლეობაშია. პრინციპი ერთია – ის ისეა შექმნილი, რომ უძლებს დროსა და მოხმარების სიხშირეს.

დღეს  ცხოვრების სწრაფ ტემპთან ერთად, ადამიანებს ყოველ ნაბიჯზე სჭირდებათ სმარტფონი – მეილების გაგზავნა, სოციალური მედიის შემოწმება, ვიდეოების ნახვა და გადმოწერა, საქმიდან განმუხტვის მიზნის თამაშებით თავის შექცევა და ა.შ. ამასთანავე, მომხმარებლები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათ სმარტფონს დღეში რამდენჯერმე დატენვა არ დასჭირდება და  სასურველი ოპერაციების განსახორციელებლად ლოდინი ან შეყოვნება არ მოუწევთ.  HUAWEI Mate20 სერიის მოწყობილობები შექმნილია სწორედ  ასეთი – აქტიური ცხოვრების სტილის მქონე  ადამიანებისთვის.

გაუმჯობესებული მოქმედების ხარისხი, სისწრაფე და ენერგოეფექტურობა

მსოფლიოში უმძლავრესი ნანოპროცესორის, Kirin 980-ის, სიმძლავრე 70%-ით აჭარბებს თავისი წინამორბედის შესაძლებლობებს. 7 ნანომეტრიანი პროცესორი 20% ით უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე 10 ნანომეტრიანი პროცესორი და მასთან შედარებით 40%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Kirin 980 არის  პირველი პროცესორი რომელშიც ჩაშენებულია Cortex-A76-ზე დაყდრნობით შექმნილი ბირთვი, რომელიც 75%-ით უფრო ძლიერია და 58%-ით უფრო ეფექტურია წინა თაობასთან შედარებით.

იმის გათვალისწინებით, რომ მობილურებისთვის შემქნილი თამაშები სულ უფრო მეტად დახვეწილი ხდება,  HUAWEI -მ უზრუნველყო Mali-G76 GPU-ის ინტეგრაცია Kirin 980-ში.

ერთი სიტყვით, Kirin 980 არის პირველი ჩიფსეტი, რომელიც მოიცავს Cortex-A76-ზე დაფუძნებულ CPU-ს, Mali-G76 GPU-ს და ორმაგ NPU-ს, რაც ეხმარება HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონებს გამართულ და სწრაფ მუშაობაში, უფრომეტად გამძლე ელემენტთან ერთად. Cortex-A76-ზე დაფუძნებულმა CPU-მ გააუმჯობესა მოქმედების ხარისხი და სისწრაფე 57%-ით და ენერგოეფექტურობა 58%-ით, თავის წინამორბედ Kirin970-თან შედარებით. HUAWEI-ის   ლაბორატორისს კვლევებით  Mali-G76 GPU არის 178%-ით უფრო ენერგოეფექტური, ვიდრე მისი წინამორბედი Kirin 970.

Kirin 980-ის შესაძლებლობები საერთაშორისო მედიაგამოცემებმა საუკეთესოდ აღიარეს

კომპანია HUAWEI-თვის 2018 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა და გამოირჩეოდა როგორც  ინოვაციური მოწყობილობების წარმოებით, ასევე ჯილდოების სიმრავლით.  კომპანიამ მონაწილეობა მიიღო  ინოვაციური  ტექნოლოგიების გამოფენებზე, სადაც ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე არაერთი კომპანია საკუთარი პროდუქციით იყო წარმოდგენილი.  საერთაშორისო მედიაგამოცემებმაHUAWEI-ს პროდუქტები საუკეთესოდ აღიარეს. ჯამში HUAWEI-მ 13 ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის 7 -მაღალი დონის მუშაობისა და ენერგოეფექტურობისთვის -Kirin 980-ის ჩიპსეტმა მიიღო.

Android Authority-მა Kirin 980 IFA 2018 საუკეთესო წოდებით დააჯილდოვა. ახალი ჩიპსეტი შეაქეს თავისი შთამბეჭდავი მუშაობისა და ენერგოეფექტურობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ Android Authority არის გლობალური გამოცემა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ოპერაციულ სისტემებს ეძღვნება. მას თვეში 50 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

Digital Trends-მა კი Kirin 980-ს „რედაქტორის არჩევანის“და IFA 2018-ის საუკეთესოს წოდება მიანიჭა. „Kirin 980 მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ისედაც შთამბეჭდავი Kirin 970-ის შემდეგ და ისეთი სწრაფია, რომ შეუძლია დრო შეანელოს“ – ნათქვამია გამოცემაში. Digital Trends-ი არის ტექნოლოგიური სიახლეებისა და პროდუქციის განხილვის მნიშვნელოვანი წყარო და მას თვეში 25 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

არც Expert Reviews-ს გამოპარვია  Kirin 980-ს უნიკალური შესაძლებლობები და მას  IFA 2018-ის საუკეთესოს წოდება მიანიჭა იმისათვის, რომ ის არის მსოფლიოში პირველი 7 ნანომეტრიანი ჩიპი, რომელმაც აღიარება მოიპოვა ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობის გაუმჯობესებისთვის. Expert Reviews-ი ავტორიტეტული, ტექნოლოგიური გამოცემაა, რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას, ყიდვისას არჩევანი საუკეთესო პროდუქტზე შეაჩეროს.  Expert Reviews-ი იზიდავს 7 მილიონ უნიკალურ ვიზიტორს ყოველ თვე.

T3-მა HUAWEI, Kirin 980-ს შექმნისთვის ინოვაციურობის ჯილდოთი დააჯილდოვა. “ტექნოლოგიური განვითარების შედეგად მივიღეთ უფრო სწრაფი ტელეფონები, გაძლიერებული ელემენტით და გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილებით. T3 მომხმარებლებს აცნობს უახლეს მექანიზმებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს, განხილვებს და სმარტფონების, ლეპტოპების აუდიო, გეიმინგის, ფიტნესის და ა.შ. მახასიათებლებს,“ – ნათქვამია გამოცემაში. T3 იზიდავს 7 მილიონ უნიკალურ ვიზიტორს ყოველ თვე.

უმძლავრესი   ელემენტის შესაძლებლობები

HUAWEI Mate 20-ს  4000mAh-იანი, ხოლო HUAWEI Mate 20 Pro-ს 4200mAh-იანი  ელემენტი აქვს. ეს მასიური ელემენტები თითქმის შეუძლებელია, რომ   დღის მანძილზე დაჯდეს, ხშირი მოხმარებისასაც კი. სმარტფონებს დღეს უნდა შეეძლოთ მომხმარებელთა ქცევის სწრაფ ტემპზე აყოლა. HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონები შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნები. მათი საიდუმლოც სწორედ, ამაშია.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …