ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში სტაბილურად დამკვიდრდა აშშ, ჩინეთი და ევროპის ქვეყნები – ოთარ შამუგია

„ქართული ღვინოპროდუქცია წარმოდგენილი იყო ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, კონკურსსა და ფესტივალზე, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებზე, მოეწყო ათეულობით მედიატური ღვინის პროფესიონალებისთვის. ქართული ღვინის პოპულარიზაცია არ შეწყვეტილა პანდემიის პირობებშიც; გასულ წელს, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდებოდა ევროპის, ამერიკისა და აზიის მიმართულებით “ , – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყო  ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ღვინის კომპანიების მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ. „მარკეტინგული ხარჯებში იგულისხმება საერთაშორისო ბაზრებზე, სავაჭრო პარტნიორების მოძიების, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტში შესვლის და გაყიდვების გაზრდისკენ მიმართული აქტივობები, დსთ-ს ქვეყნების გარდა“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელ წლებში 40-დან 60-მდე გაიზარდა საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია და ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში სტაბილურად დამკვიდრდა აშშ, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …