G&T – ლარზე ზეწოლას სესხების ₾200 000 ზღვრის მოხსნა მოხსნის

ბილისი (BPI) – “ვერ ვხედავთ  განაკვეთის შემდგომი ზრდის საჭიროებას. თუმცა,  ველოდებით, რომ სებ-ი უცხოური ვალუტის ლიკვიდობას კვლა გაზრდის ლარის მხარდასაჭერად”, – გალტ & თაგარტი ლარის დასუსტების მთავარ ფაქტორებზე აღნიშნავს და დედოლარიზაციის დაბალანსებული მიდგომის საჭიროებას ხედავს, რადგან ლარში სესხების ზრდა, ლარის მიმართ უნდობლობა და დოლარის დეპოზიტების ზრდა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის სისუსტის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

ეკონომიკური ზრდა 5.7%, გამოცოცხლებული მშენებლობა, გაზრდილი შიდა ინვესტიციები, რასაც საბანკო დაკრედიტებაც უწყობს ხელს, ეს და  S&P-ის 1 საფეხურით გაუმჯობესებული რეიტინგის სიკეთე გაუფასურებული ლარის მხრიდან წნეხს ვერ ანეიტრალებს. ოქტომბრის წლიური ინფლაცია -6.9%-ია და სამომხმარებლო ფასები გაზრდილი.

საგარეო ბალანსის გაუმჯობესების მიუხედავად, ლარი/დოლართან  გაუფასურებას განაგრძობდა. ლარზე ზეწოლის მოსახსნელად, ბოლო თვეებში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა $72.8 მლნ,  გაზარდა განაკვეთი  6.5%-დან 8.5%-მდე და შეამცირა სარეზერვო ნორმა, მაგრამ ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება.

ზეწოლა შესაძლებელია აღმოიფხვრას ლარით დაკრედიტების 200,000-იანი ჭერის შემცირებით. ეს ასევე სასურველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების და 2019 და შემდგომ წლებში მთავრობის შიდა ვალის ზრდის გათვალისწინებით.

დედოლარიზაცია სასარგებლოა ეკონომიკისთვის, თუმცა საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსების, ამას ხედავენ, როგორც გრძელვადიან პროცესს კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით.

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …