Grand Voyage პოლონეთში გამგზავრების მსურველებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ტურისტული კომპანია „Grand Voyage” ანახლებს შემოთავაზებას და პოლონეთში გამგზავრების მსურველებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულად. ტურისტულად გამგზავრება დასაშვებია მხოლოდ საჰაერო გზით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია გაემგზავროს პოლონეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით.პოლონეთში შესვლისათვის დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson). ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

12 წლამდე პირი თავისუფლდება კარანტინის ვალდებულებისგან, თუ მშობელი წარადგენს აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

კოვიდვაქცინის გარეშე პოლონეთში მოგზაურობის მსურველებისთვის კი, შეზღუდული პირობებია, რაც სავალდებულო საკარანტინო პერიოდსაც მოიცავს. კერძოდ, 24 ივნისიდან, შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან კოვიდვაქცინის გარეშე შესული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯებით. ამავე დროს, მოქალაქე ვალდებულია საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართისა (სადაც გაივლის თვითიზოლაციას) და საკონტაქტო ტელეფონის შესახებ. ხოლო მესამე ქვეყანაში გაკეთებული ტესტი არ გაათავისუფლებს პირს კარანტინის ვალდებულებისგან.

10 დღიანი კარანტინის შემცირება შესაძლებელია მე-7 დღეს PCR ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ჩატარების და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში. ტესტის პასუხი აუცილებლად უნდა მიეწოდოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციას. თვითიზოლაციაში გადასული მოქალაქე ვალდებულია გამოიყენოს აპლიკაცია სახელწოდებით Kwarantanna domowa

“ურთულესი პერიოდის შემდეგ ტურიზმი ისევ იწყებს გაცოცხლებას,ჩვენც რა თქმა უნდა ვუბრუნდებით ნელ-ნელა პროცესს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით რეგულაციებს. კონკრეტულად პოლონეთს რაც შეეხება,რეგულაციების გათვალისწინებით დღეს რა მოცემულობაც გვაქვს ნებისმიერი მიზნით შეგვიძლია საქ მოქალაქეებს გამგზავრება. რა თქმა უნდა ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი გამგზავრებამდე. მაქსიმალურად ვეხმარებით მგზავრების სწორი ინფორმაციის მოძიებაში და ჩვენი სერვისიც ამას გულისხმობს,ნებისმიერი მიმართულებით, განსაკუთრებული ზრუნვა მოგზაურობის პერიოდში. უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი მგზავრების მიმართ კოვიდის პერიოდში. ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევებია მაგრამ ვცდილობთ რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი ჩვენი მხიდან. აუცილებლად სწორად უნდა იქნას ინფორმაცია გადაცემული მგზავრებისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,“ – განმარტავს ტურისტული კომპანია „Grand Voyage” დამფუძნებელი ნუცა დურგლიშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

✆+995 595 176 000 ან ეწვიეთ ტურისტულ კომპანიას მისამართზე: მ. ალექსიძის ქ. 12 (ბიზნეს ცენტრი ქინგ დევიდი)

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …