GPI – პაატა ლომაძე GHG-სთან გარიგებით კმაყოფილია

თბილისი (BPI) – ჯიპიაი ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის. „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკები “ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა” შეიძინა, გარიგება 22 ნოემბერს გაფორმდა.

ჯიპიაიში აცხადებენ, რომ ევროპელი აქციონერები წლებია მოუწოდებენ ქართულ მენეჯმენტს განვითარება სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით განაგრძოს.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის პაატა ლომაძის თქმით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ძირითად ბიზნესზე მეტად კონცენტრირებაა – სადაზღვევო საქმიანობაზე.

პაატა ლომაძე გარიგებით კმაყოფილია. ახალი მფლობელის შერჩევის პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისი განცხადებით, ამ ბიზნესიდან გასვლის მეორე და მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და ის არაპროგნოზირებადი გარემოა, რასაც ნაჩქარევი და ხშირად დაუფიქრებელი ინიციატივები ქმნის.

„დავთანხმდით გარიგების თანხას, რომელიც ჩადებულ ინვესტიციას ვერ იღებს. დასაწყისიდანვე ჩვენ არ ვუყურებდით ამ მიმართულების განვითარებას, როგორც მხოლოდ მოგების გენერირების საშუალებას, უფრო მეტიც – ჰოსპიტალური კლინიკების მშენებლობა მაშინდელი ბაზრის კონიუნქტურის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენ დავყევით, რომ შეგვენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია და ინვესტიციაც ამ მიზნით განვახორციელეთ.“

„ჯეო ჰოსპიტალსი“ 2011 წელს დაარსდა. მისი ქსელი 17 კლინიკას აერთიანებს საქართველოს 5 რეგიონში, ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. კლინიკების მშენებლობასა და განვითარებაში 2010-2011 წ.წ. ათეულობთ მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განხორციელდა.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის ერთ-რთ  მნიშვნელოვან ფაქტორად სადაზღვევო ბიზნესის სხვა სფეროებისგან გამოყოფას და მთავარ საქმიანობაზე ორიენტირებას მიიჩნევს. ინვესტორები ქართული სადაზღვევო ბაზრის ზრდისთვის დიდ პოტენციალს, მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილებისა და ბაზარზე რეფორმების გაგრძელებაში ხედავენ.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამართლებრივი მხარდამჭერი ამ გარიგების განხორციელებაში „ბიდიო ლეგალი“ იყო.

შემთხვევითი სიახლე

11 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ $3,05 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,051 მლრდ დოლარის შემოსავლი …