google ქართველი მომხმარებლისთვის სრულად გაიხსნება

თბილისი (BPI) – google-ის აპლიკაციები ქართველი მომხმარებლისთვის სრულად უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.

ჟენევაში საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმზე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა  Google – ის ინჟინერიის დირექტორთან  სარა კლატერბაქს შეხვდა.

აღინიშნა, რომ Google – ის მიერ მთელი რიგი სერვისების გაუმჯობესების მიუხედავად, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლის უფლებები შეზღუდულია.  ჯერ ისევ ხელმიუწვდომელია ცალკეული აპლიკაციები, რომელთა ჩამოტვირთვაც შემოვლითი გზებით და ხშირად არც ისე უსაფრთხოდ ხორციელდება.   

ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა google pay, google maps და სხვ., რომლებიც საქართველოში არასრულადაა ხელმისაწვდომი. 

ლაშა მიქავას თქმით, საქართველო არც თუ ისე დიდი ბაზარია, მას ჰყავს კარგად განვითარებული დეველოპერები, მოსახლეობა, რომელიც აქტიურად იყენებს google – ის სერვისებს, ასევე განვითარებული ტურიზმი და მზარდი რეგიონალური ბიზნეს საზოგადოება, რომელთა შორის ბევრი Google-ის სერვისების ლოიალური მომხმარებელია.

სერვისების განვითარება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად Google – ის ინტერესებშიცაა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლობენ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რათა ინტერნეტ – მომხმარებელმა Google – ის სერვისები საქართველოში სრულყოფილად მიიღოს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …