Google-მა და Anthropic-მა მრავალმილიარდიანი გარიგება დადეს

ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში მომუშავე კომპანია Anthropic-მა და ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ოფიციალურად გამოაცხადეს მრავალმილიარდიანი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების პარტნიორობის შესახებ. გარიგება, რომლის ღირებულებაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს, 23 ოქტომბერს, ხუთშაბათს, დაიდო.

ეს შეთანხმება Google-ის მხრიდან ტენზორული პროცესორების (TPU) ყველაზე მასშტაბური გაყიდვაა დღემდე. Anthropic-ს საშუალება ექნება, წვდომა მიიღოს Google-ის მიერ სპეციალურად შემუშავებულ მილიონ ერთეულ ტენზორულ პროცესორზე (TPU).

მოსალოდნელია, რომ ეს პარტნიორობა 2026 წლისთვის უზრუნველყოფს ერთ გიგავატზე მეტგამოთვლით სიმძლავრეს ხელოვნური ინტელექტის ოპერაციებისთვის. აღნიშნული სიმძლავრე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს Anthropic-ის სწრაფად მზარდი შემოსავლის შენარჩუნებაში, რომელიც, პროგნოზით, $7 მილიარდს მიაღწევს.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …