Glovo-სა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თანამედროვე შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების პირობებში,  უმაღლეს სასწავლებლებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის გრძელვადიანი, მჭიდრო და ეფექტიანი პარტნიორობისათვის აუცილებელი და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებისა და ფორმების გამოვლენა უმნიშვნელოვანესი საკითხია. Როგორც წესი, ხშირია, როცა კურსდამთავრებულების თეორიული ცოდნა საკმაოდ ღრმა და მრავლისმომცველია, თუმცა მათ აკლიათ ის ძირითადი პრაქტიკული სქილები, რომლებიც კონკრეტული პროფესიებისთვის აუცილებელია და დამსაქმებლებისთვის კადრის შერჩევისას ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU პარტნიორ კომპანიებთან ერთად საინტერესო პროექტს იწყებს: “სწავლება-სწავლა პრაქტიკით”. Პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი Glovo გახლავთ, რომელიც ქართულ და მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია და იმ მიმართულებით, რომლებიც ჯერ კიდევ ახალია საქართველოსთვის, მაგალითად ოპერაციების მენეჯმენტი, პროფესიონალებს კომპანიის შიგნითაც ზრდის.

Მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად, Glovo-ს წარმომადგენლების პრაქტიკულ კურსში ჩართვას, სტუდენტებისთვის კი კომპანიის შიდა სტრუქტურისა და მუშაობის პრინციპების უკეთ გაცნობას მოიაზრებს. Უნივერსიტეტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი კომპანიების მოლოდინები კურსდამთავრებულთა ცოდნისა და უნარების მიმართ და ის რეალური პრობლემები, რომლებსაც ხვდებათ რეკრუიტინგის პროცესში ბიზნესის მართვის მიმართულებით. თანამშრომლობის კამთავარი მიზანი კი ის გახლავთ, რომ ცოდნა და უნარები, რომლების მოეთხოვება ამა თუ იმ პოზიციას, კარგად იქნას ათვისებული სტუდენტების მიერ, რათა შემდგომ დამსაქმებელს არ დასჭირდეს კურსდამთავრებულების გადამზადებაში დროის, ენერგიისა და რესურსის დახარჯვა.

თორნიკე გაბიცინაშვილი, Glovo-ს კომერციული დირექტორი:

“Glovo აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, ვცდილობთ მონაწილეობა მივიღოთ ტექნოლოგიურ პროექტებში, მაქსიმალურად ჩავერთოთ ბაზრისთვის მოთხოვნადი კადრების მომზადების პროცესში და სტუდენტებისთვის უფრო გასაგები და მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ის სიახლეები, რასაც ტენოლოგიური კომპანიები ნერგავენ საქართველოში. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სთან გაფორმებული მემორანდუმიც ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ ღია ვართ ყველა ტიპის თანამშრომლობისთვის, რომელიც განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.”

ლუკა ხვადაგიანი, Glovo-ს ბიზნეს ინოვაციების მენეჯერი:

“გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები მორგებულია თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, ეფუძნება კვლევებს და სწავლების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოცდილებას, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის პრაქტიკული რჩევები, ქეისები, საინტერესო დისკუსიები და დავალებები, რომლებსაც სტუდენტებს გავუზიარებთ, მათ ცოდნას კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს და დამსაქმებლებისთვის მოთხოვნადს გახდის.”

პროექტი “სწავლება-სწავლა პრაქტიკით” საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყება.

Glovo-ს შესახებ:

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Გლოვოს  ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს  და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში.

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/

საქართველოში Glovo პლატფორმა 2018 წელს ამოქმედდა და დღეს ის 10 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში. Glovo-ს დეტალური დაფარვის ზონა შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://glovoapp.com/ge/en/map/cities/

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …