მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგიდან“

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადება: რუსეთის აგრესია უკრაინაში უზარმაზარ ტკივილს იწვევს. ეს ასევე გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, როგგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კონფლიქტი და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობა მძიმედ აისახება ბიზნესისა და მომხმარებლების ნდობაზე. ვაჭრობის შეფერხებები იწვევს მასალებისა და პროდუქციის ახალ დეფიციტს. ენერგიისა და საქონლის ფასების ზრდა ამცირებს მოთხოვნას და აფერხებს წარმოებას. როგორ განვითარდება ეკონომიკა, გადამწყვეტად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება კონფლიქტი, ასევე მიმდინარე სანქციების გავლენაზე და შესაძლო შემდგომ ღონისძიებებზე. ამასთან, ეკონომიკურ აქტივობას კვლავ უჭერს მხარს ეკონომიკის ხელახალი გახსნა პანდემიის კრიზისული ფაზის შემდეგ. ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომდევნო თვეებში მაღალი დარჩება, ძირითადად ენერგო ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო. ინფლაციის ზეწოლა ბევრ სექტორში გაძლიერდა.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადება ევროზონის ინფლაციაზე: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე გაურკვევლობებს და ყურადღებით ვაკვირდებით შემოსულ მონაცემებს საშუალოვადიანი ინფლაციის პერსპექტივაზე მათ გავლენასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ყველა ჩვენ ხელთარსებული ინსტრუმენტის გამოსეყენებლად ჩვენი მანდატის ფარგლებში, მოქნილობის ჩათვლით, თუ ეს მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ვუზრუნველყოთ ინფლაციის სტაბილიზაცია ჩვენს ორპროცენტიან სამიზნეზე მაჩვენებელზე საშუალოვადიან პერიოდში.

IMF–ის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ტვიტერზე: მსოფლიო კრიზისის წინაშეა: პანდემია და ომი, ფრაგმენტაციის რისკი სახეზეა, საერთაშორისო თანამშრომლობა ერთადერთი ეფექტური საშუალებაა ამ და სხვა გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

IMF–ის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ტვიტერზე: ქვეყნების უმრავლესობისთვის ეკონომიკური ზრდა კვლავ პოზიტიურ დინამიკაში დარჩება. თუმცა, ომის გავლენით წელს მოხდა პოზიტიური პროგნოზების შემცირებას 143 ეკონომიკისთვის, რაც გლობალური მშპ-ის 86 პროცენტს შეადგენს.

WB ტვიტერზე: ვაჭრობას შეუძლია ბევრად მეტი წვლილი შეიტანოს ისეთი გამოწვევების გადაჭრაში, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება. ვაჭრობის დამახინჯებულ სუბსიდირების პრობლემის მოგვარების უფრო ეფექტურმა გზებმა შეიძლება გააძლიეროს გლობალური სავაჭრო სისტემა.

UN DESA აქვეყნებს ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წელს პანდემიურმა შოკმა 77 მილიონი ადამიანი ჩააგდო უკიდურეს სიღარიბეში და წლის ბოლოსთვის ბევრი ეკონომიკა დარჩა 2019 წლის მაჩვენებელზე დაბლა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველი 5 განვითარებადი ქვეყნიდან ერთში მაინც, მშპ ერთ სულ მოსახლეზე არ დაბრუნდება 2019 წლის დონეზე 2023 წლის ბოლომდე. უკრაინის ომის ზემოქმედებამდე არსებულ შედეგებამდეც კი. ომი უკრაინაში კი ამძაფრებს ამ გამოწვევებს და შექმნის ახალ გამოწვევებს, უფრო მაღალი ენერგეტიკული და საქონლის ფასებით, მიწოდების ჯაჭვის განახლების შეფერხებით, უფრო მაღალი ინფლაციი, დაბალი ზრდტთ და ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობის გაზრდით.

WTO: ორგანიზაცია საქონლით ვაჭრობის მოცულობის ზრდას მხოლოდ 3.0%-ით ელოდება 2022 წელს, ნაცვლად წინა პროგნოზისა – 4.7%, ხოლო 3.4%-ით ზრდას 2023 წელს, მაგრამ ეს შეფასებები ჩვეულებრივზე ნაკლებად ზუსტია რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე. უკვე არსებული კრიზისის ყველაზე მყისიერი ეკონომიკური გამოხატულება იყო საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა. მიუხედავად მათი მცირე წილისა მსოფლიო ვაჭრობაში და გამომუშავებაში, რუსეთი და უკრაინა ძირითადი მიმწოდებლები არიან ისეთი მნიშვნელოვანი საქონლის, როგორიცაა საკვები, ენერგორესურსები და სასუქები, რომელთა მიწოდებას ახლა ომი აფერხებს. შავი ზღვის პორტებით მარცვლეულის მიწოდება უკვე შეჩერებულია, რაც პოტენციურად მძიმე შედეგებს მოიტანს ღარიბ ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით.

FT: ჯონ უილიამსმა, ფედერალური სარეზერვო ბანკის ნიუ-იორკის ფილიალის პრეზიდენტმა, თქვა, რომ მაისის შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთის ნახევარი პუნქტით გაზრდა „გონივრული ვარიანტია“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცენტრალური ბანკი გააგრძელებს უფრო აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას, მომატებული ინფლაციის ფონზე.

ბაიდენი ტვიტერზე: ამერიკული წარმოება ბრუნდება და როდესაც ჩვენ ვაშენებთ მეტს ამერიკაში, ეს ზრდის ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

EBRD–ის პრეზიდენტი ტვიტერზე უკრაინის ფინანსთა მინისტრს: მადლობა ჩვენი ძალიან ნაყოფიერი დისკუსიისთვის. ამ დილით EBRD-ის ყველა პროექტი განვიხილეთ, რომლებიც ამ მძიმე დროს უკრაინაში ეკონომიკის მხარდასაჭერად ხორციელდება. თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ჩვენს გადაწყვეტილებას, დავეხმაროთ უკრაინას და მის ხალხს.

Insider: საფრანგეთმა რომან აბრამოვიჩს $98 მლნ-ის ღირებულების ძვირფასი შატო ჩამოართვა.

Insider: ათასობით რუსმა დასაქმებულმა პირმა სახიფათო გაქცევა მოახერხა ფაქტობრივად ეკონომიკურად დანგრეული სამშობლოდან. ახლა  მათ ემუქრებათ ანტირუსული რეაქცია, არამეგობრული ბანკები და ძვირი საცხოვრებელი ქირა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …