მთავარი ეკონომიკური მოვლენები 27 მაისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

სანქციები რუსეთზე

BI: რუსეთს შეუძლია მიმართოს საინვესტიციო მრჩევლებს სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რამაც გამოიწვია აშშ-ს მეტი ყურადღების კონცენტრირება აღნიშნული მიმართულებით, აცხადებს  აშშ-ის ხაზინის სამსახური

Economist Inteligence Unit: დასავლეთის სანქციები რუსეთზე და საქონლის მაღალი ფასები გაზრდის ისედაც მაღალ ინფლაციას, რაც განვითარებად ბაზრებზე მაკროეკონომიკურ და სასურსათო უსაფრთხოების რისკებს აამაღლებს.

BI: პუტინი აცხადებს, რომ ის 10%-ით ზრდის მინიმალურ ხელფასს და პენსიებს რუსეთში, რასაც ინფლაციის საკომპენსაციოდ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

ECB ტვიტერზე: ევროპული ბანკების რუსი ყოფილი პარტნიორების წარმოქმნილი ვალდებულებები მართვადი გამოწვევაა, ამბობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეა ენრია. ეს არის მეორე რაუნდის ეფექტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორიცაა ევროზონის ზრდის შენელება და ენერგიისა და საქონლის ფასების ზრდა.

სასურსათო უსაფრთხოება

BI: მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ გლობალური რეცესია გარდაუვალია, რადგან სურსათისა და ენერგიის ფასების ზრდა  სპირალურია.

EBRD–ის პრეზიდენტი ტვიტერზე: გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, უზარმაზარია და, სამწუხაროდ, უფრო ფართოვდება, განსაკუთრებით თებერვლიდან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ.

გლობალური თანამშრომლობა ნამდვილად არის პასუხი ამ გამოწვევებზე.

ხაზინის მდივანი ტვიტერზე: პუტინის ომის გამო მიყენებული ზიანისათვის, ჩვენ ვიყენებთ დამატებით 760 მილიონ აშშ დოლარს სასურსათო უსაფრთხოებაზე მოკლე და გრძელვადიანი ზემოქმედების მოსაგვარებლად.

Bloomberg: ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ხელი შეუწყოს მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს, რათა წვლილი შეიტანოს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ქვეყანაზე სანქციები მოიხსნება.

Forbes: დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული უკრაინაშია ჩარჩენილი. რეალურად კი ქვეყანა ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირას ზეთისა და ფქვილის ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორთა შორისაა მსოფლიოში.

მსოფლიო ეკონომიკა

IMF ტვიტერზე: ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების პოლიტიკა სულ უფრო რთული ხდება, რადგან ინფლაცია მზარდია და ართულებს ეკონომიკური აღდგენას.

CNN: დიდი ბრიტანეთის მთავრობა აწესებს 5 მლრდ გირვანქა სტერლინგის ($6,3 მლრდ) გადასახადს მისი ნავთობისა და გაზის კომპანიების მოულოდნელ მოგებაზე, ეს არის თანხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ებრძვიან ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისს.

გარდიანი: ახალი საგადასახადო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, BP ჩრდილოეთის ზღვის მიმართულებით ინვესტიციებს განიხილავს.

FT: რუსეთი ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს რუბლის ზრდის გამო. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3%–ით – 11 პროცენტამდე შეამცირა.

The Economist: ჩინეთის ეკონომიკა ამჟამად შემაშფოთებელ მდგომარეობაშია. ძნელია ნათელი წერტილის პოვნა.

CNN Business Nightcup: მილიონობით ჩინელი მომხმარებელი ჩაკეტილია, რადგან Covid-ის შემთხვევები შედარებით მაღალი რჩება მთელ ქვეყანაში. მაგრამ ისინი მაინც ძალიან ბევრს ყიდულობენ.

Alibaba-მ, ჩინეთის ამაზონმა, ხუთშაბათს დააანონსა მოსალოდნელზე უკეთესი შემოსავალი და გაყიდვები ბოლო კვარტალში. გაყიდვები გაიზარდა 9%-ით და შესაბამისად აქციების ფასიც გაიზარდა. ამის მიზეზი ონლაინ შოპინგის გაზარდა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …