მთავარი ეკონომიკური მოვლენები 10 მაისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

ტრანზიტი

WB blog: რუსეთის კავშირები ევროპულ პორტებთან შეწყდა და საქონლის ექსპორტი სხვა მიმართულებებითაც შეზღუდა. უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილი, ან ოკუპირებულია, რის გამოც ქვეყანას რამდენიმე მარშრუტი აღარ გააჩნია საქონლის ექსპორტისთვის. ევროპასა და აზიას შორის საჰაერო გადაზიდვები ახლა უნდა შეიცვალოს, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის საჰაერო სივრცე. რუსეთის გავლით სარკინიგზო ტრანზიტი შენელებულია სანქციების გამო სავალდებულო შემოწმების შედეგად და სანქციების შემდგომმა პაკეტებმა შეიძლება სარკინიგზო ტრანზიტის შეწყვეტა გამოიწვიოს.

IMF: მთავრობებს შეუძლიათ დაეხმარონ კომპანიებს ინფორმაციული ხარვეზების აღმოფხვრის კუთხით მიწოდების ჯაჭვებში, მოახდინონ მეტი ინვესტირება ვაჭრობაში და ციფრულ ინფრასტრუქტურაში, შეამცირონ სავაჭრო ხარჯები და ამით შეამცირონ  გაურკვევლობა ბაზარზე.

ენერგორესურსები

Bloomberg: გაზპრომი ცდილობდა დაერწმუნებინა თავისი ევროპელი კლიენტები, რომ მათ შეუძლიათ განაგრძონ გაზის საფასურის გადახდა სანქციების დარღვევის გარეშე, რაც უკანასკნელი ნიშანია იმისა, რომ რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს იპოვოს გაზის მიწოდების შესანარჩუნებლად რაღაც გზები.

CNN Nightcup: რუსეთი დიდი ხანია იკვებება ნავთობით და მასზე ევროპის ენერგოდამოკიდებულებით. ახლა მოსკოვი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას: თუ ბებერი კონტინენტი აკრძალავს მილიონობით ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტს, შეუძლია თუ არა მას ახალი მომხმარებლების პოვნა?

ევროკავშირი, რომელიც ოდესღაც ყოყმანობდა, ახლა დგამს ნაბიჯებს, რათა უკვე მიმდინარე წელს შეწყვიტოს შეაჩეროს რუსული ნავთობისა და რაფინირებული პროდუქტების ნაკადი წევრ ქვეყნებში, რადგან უკრაინაში ომი გრძელდება. თუ ბლოკი დათანხმდება ემბარგოს, ეს დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას, რომელიც აგრძელებს მოგების მიღებას თავისი უზარმაზარი ენერგეტიკული სექტორიდან.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უკვე აკრძალეს იმპორტი და იაპონიამ განაცხადა, რომ იგი პრინციპში მიჰყვება ამ გზას შაბათ-კვირას გამართული G7 შეხვედრის შემდეგ.

FT: იაპონია შეუერთდა G7-ის სხვა ქვეყნების დაპირებას, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.

CNN Nightcup: ფასები ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება.

ორშაბათს რეგულარი ბენზინის ეროვნული საშუალო მაჩვენებელი გაიზარდა 4,328 დოლარამდე გალონზე.

გაზის ფასი გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა 13 ცენტით და საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

ენერგორესურსების ფასები უკვე მაღალი იყო 2022 წლისთვის, რადგან მიწოდება ვერ აღდგა Covid-19-ის პანდემიის გამო ისევე სწრაფად, როგორც მოთხოვნა მოთხოვნა გაიზარდა. თებერვლის ბოლოს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ენერგორესურსების ფასის ახალი ზრდა გამოიწვია, რადგან ინვესტორები ემზადებიან ნავთობის მიწოდების შეფერხებისთვის, რაც გამოწვეული იყო ომისა და რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული ემბარგოს გამო.

Business Insider: რუსულ ნავთობზე ევროკავშირის აკრძალვა იქნება „სეისმური ცვლა“, რომელიც გლობალური ბაზრიდან დღეში 3 მილიონ ბარელ „შავ ოქროს“ გააქრობს.

ფასები მსოფლიო ბაზარზე

WB: ფასების შესახებ. რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე ვაჭრობისა და წარმოების შეფერხების გამო, მოსალოდნელია, რომ Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 2022 წელს იქნება საშუალოდ $100 ბარელზე, რაც მისი უმაღლესი დონეა 2013 წლის შემდეგ და 40 პროცენტზე მეტი ზრდა 2021 წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ფასები ზომიერი – $92–მდე იქნება 2023 წელს. ბუნებრივი აირის ფასები (ევროპული) სავარაუდოდ ორჯერ მაღალი იქნება 2022 წელს, ვიდრე იყო 2021 წელს, ხოლო ნახშირი, სავარაუდოდ, 80%–ით გაძვირდება.

ხორბლის ფასი 40 პროცენტზე მეტით გაიზრდება, რაც წელს ნომინალური თვალსაზრისით ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. ეს ზეწოლას მოახდენს განვითარებად ეკონომიკებზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხორბლის იმპორტზე, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან.

ლითონის ფასები სავარაუდოდ გაიზრდება 16 პროცენტით 2022 წელს, 2023 წელს კი ფასებზე ზეწოლის შემსუბუქებაა მოსალოდნელი, მაგრამ მაინც მაღალ დონეზე დარჩება.

The Economist: ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი დაბრკოლება ხშირად არაადეკვატური რესურსებია. მაგრამ არა ყოველთვის.

WB Research: სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები თავიანთი რესურსების დაახლოებით 2/3-ს ხარჯავენ საკვებზე, ხოლო იგივე მაჩვენებელი იმ პირისთვის, რომელიც შემოსავალს შეადგენს დაახლოებით $50-ს დღეში – მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში – უახლოვდება მხოლოდ 25%-ს.

Business Insider: ჩინური იუანი დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობს და 18 თვის მინიმუმს აღწევს, რადგან კოვიდის გავრცელების გამო პეკინის ლოქდაუნი აჭიანურებს ეკონომიკის აღდგენას.

ენერგიის ალტერნატიული წყაროები

UN DESA: გლობალური ენერგეტიკული კრიზისისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე,  გაერომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ ფართომასშტაბიანი ქმედებებისა და მხარდაჭერის კატალიზაციისთვის, რომელიც საჭიროა სუფთა, ხელმისაწვდომ ენერგიაზე გადასვლისთვის, ყველასთვის ხელმისაწვდომ ემისიაზე. იწყება ოცდაათი წამყვანი ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის რეალიზაცია – „UN-Energy“.

WB: ენერგო კრიზისის შესახებ. უნდა გაზარდოს ინვესტიციები ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაში – განსაკუთრებით შენობების თბოიზოლაცია, რომელიც იცავს ობიექტს როგორც სიცივის, ასევე სიცხისგან. ასეთი პოლიტიკა ხელს შეუწყობს კლიმატის მიზნების მიღწევას და ოჯახების ხარჯების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი ასევე გააუმჯობესებენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

Bloomberg: საიმედო, განახლებად ელექტროენერგიაზე წვდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, სამუშაოზე, განათლებასა და კომერციაზე, ტექნოლოგიებზე მზარდი დამოკიდებულების გამო.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …