მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.
ბიზნეს ინსაიდერი: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსეთს ადანაშაულებს „რამდენიმე ასეული ათასი ტონა მარცვლეულის” მოპარვაში მის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიებიდან.
ჯონსონი ტვიტერზე: ენერგიის შიდა წარმოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია ადგენს ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და გადასახადების შემცირების გეგმებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნავთობისა და გაზის სექტორს, მაგრამ გვინდა მკაფიო გეგმა ჩრდილოეთის ზღვაში მოგების რეინვესტირებისთვის სუფთა ტექნოლოგიებით.
Bloomberg: გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული უსაფრთხოების უახლესი ანგარიშის თანახმად, გერმანიას შეუძლია ზაფხულის ბოლომდე დაასრულოს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე.
FT: იორგ კუკიესმა, კანცლერ ოლაფ შოლცის ერთ-ერთმა უახლოესმა მრჩეველმა თქვა, რომ ბერლინი ნავთობის ემბარგოს მომხრეა, მაგრამ რუსული ნედლი ნავთობის მიწოდების დასრულებისთვის მომზადებას „რამდენიმე თვე“ სჭირდებოდა. „ჩვენ გვინდა შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა, მაგრამ ცოტა დრო გვჭირდება იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ნავთობის სხვა წყაროებიდან შემოტანა ჩვენს ქვეყანაში“.
The Economist: გერმანიის ყოფილი კანცლერი აგრძელებს მუშაობას რუსული ნავთობის გიგანტის როსნეფტის სამეთვალყურეო საბჭოში და შესაძლოა მალე შეუერთდეს გაზპრომს. გამოცემა აანალიზებს, თუ რატომ არ სურს კანცლერ შროდერს პუტინთან “განშორება”.
World Bank: ენერგორესურსებზე ფასების ზრდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო, 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ. სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელთა მსხვილი მწარმოებლები რუსეთი და უკრაინაა და სევე სასუქებზე ფასების ზრდა ყველაზე მაღალი იყო 2008 წლის შემდეგ.
ბიზნეს ინსაიდერი: ენერგეტიკაში აქციები ჯერ კიდევ არ არის შეფასებული, როგორც საუკეთესო კაპიტალის ინვესტიცია ამჟამად სასაქონლო ფასების ზრდისა და მიწოდების შენელების ფონზე, ამბობს JPMorgan.
Bloomberg: პირველ კვარტალში საუდის არაბეთის ეკონომიკა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ძირითადად ნავთობის ფასების ზრდისა და წარმოების ზრდის შედეგად.
Bloomberg: თურქეთი ინფლაციის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს, მაგრამ მაჩვენებლები არ შემცირებულა. ცენტრალური ბანკი 2022 წელს ინფლაციას 42,8%-ზე პროგნოზირებს, ხოლო მომდევნო წელს 12,9%-ს. მაღალ ფასებში ენერგეტიკისა და საკვების ხარჯების მიმართულებით გლობალურ ზრდას ადანაშაულებს. ამასთან, არ აპირებს ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის ზრდას “ვინაიდან სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა გაზარდეს”.
IMF: გლობალური კერძო ვალის მატება 2020 წელს მშპ–ის 13% იყო. ეს საკმაოდ სწრაფი ზრდაა, უფრო სწრაფი, ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს და თითქმის ისეთივე დიდი, როგორც სახელმწიფო ვალის ზრდა.
World Bank-ის პრეზიდენტი: „ვიმედოვნებ, რომ ამ კრიზისების გადალახვისას ჩვენ ვიპოვით დავალიანების გარკვეულ პრინციპებს, რომლებიც მოიცავს მეტ გამჭვირვალობას“.
IMF: ქვეყნის ვაჭრობის მეტი დივერსიფიკაცია არანაკლებ აუმჯობესებს ეკონომიკის მდგრადობას. გლობალური ღირებულების ჯაჭვების უფრო დიდ დივერსიფიკაციას და უფრო დიდი ჩანაცვლებას შეუძლია შეამციროს მომავალი შოკების გავლენა.
CNBC: ჯანდაცვაზე დანახარჯები მუდმივად იზრდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ შეერთებული შტატები არ არის კარგი მდგომარეობა, როდესაც საქმე ხარჯების კონტროლს ეხება.
FT: კომერციული დაზღვევის გლობალური ფასი წლიურ გამოსახულებაში 11 პროცენტით გაიზარდა 2022 წლის პირველ კვარტალში.
პრემიების ყოველწლიური მატება ნელდება 2020 წლის ბოლოდან, რაც კომპანიებში აჩენს იმედებს, რომ ის, რაც ინდუსტრიაში ცნობილია, როგორც “მძიმე ბაზარი” – სადაზღვევო ფასების მდგრადი ზრდის პერიოდი – შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდეს. ექსპერტების თქმით, უკრაინის კრიზისის ზემოქმედებამ შეიძლება მას ახალი სიცოცხლე შესძინოს.
ბიზნეს ინსაიდერი: რუსი ოლიგარქები ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ელოდნენ სანქციებს და ფული გადაიტანეს არაფორმალური გადახდის სისტემის მეშვეობით, რომელიც ცნობილია როგორც ჰავალა, ამბობს ექსპერტი. ეს არის არაფორმალური სისტემა, სადაც არ კეთდება ჩანაწერები და არ მოითხოვება დოკუმენტაცია.