მთავარი ეკონომიკური მოვლენები 29 აპრილის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

პრეზიდენტი ბაიდენი ტვიტერზე: „რუსეთი ჩვენს ორ მოკავშირეს ენერგომომარაგების შეწყვეტით დაემუქრა.

ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს დააშინოს ან დააშანტაჟოს ვინმე მათი სანქციებიდან გამომდინარე. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, გამოიყენონ ნავთობი, რათა თავიდან აიცილონ საკუთარი აგრესიის შედეგები“.

ბლინკენი ტვიტერზე: „გაზპრომის მიერ ბულგარეთთან და პოლონეთთან გაზის კონტრაქტების ცალმხრივი დარღვევა კიდევ ერთი მაგალითია, რუსეთის მიერ ენერგეტიკის იარაღად გამოყენების, რაც ადასტურებს რუსეთის, როგორც ენერგეტიკული მიმწოდებლის არასანდოობას. აშშ მტკიცედ დგას ჩვენს მოკავშირეებთან და მუშაობს მათი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაზე“.

პრეზიდენტი ბაიდენი ტვიტერზე: „ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნებთან, როგორიცაა სამხრეთ კორეა, იაპონია და კატარი, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს ძალისხმევას დავეხმაროთ ევროპელ მოკავშირეებს, რომლებსაც რუსეთი ემუქრებათ გაზის შანტაჟით, სხვა გზებით დაიკმაყოფილონ ენერგეტიკული საჭიროებები. აგრესია არ გაიმარჯვებს. მუქარა არ გაიმარჯვებს“.

FT: გერმანია და საბერძნეთი მზად არიან მეტი გაზი მიაწოდონ პოლონეთსა და ბულგარეთს მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება. საბერძნეთის გაზის სატრანსპორტო სისტემის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გაზსადენზე გაზის გადინების შეკვეთებმა სიდიროკასტროში, საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის სასაზღვრო გამშვები პუნქტით, ხუთშაბათს გადაინაცვლა ბულგარეთისკენ.

პრეზიდენტი ბაიდენი ტვიტერზე: „ეს არის კიდევ ერთი შეხსენება ევროპასა და მსოფლიოსთვის, რომ უფრო და უფრო მეტი ჩვენი ძალა სჭირდება სუფთა ენერგიისკენ სვლას – და ამას აშშ აკეთებს ახლა.

გასულ წელს ჩვენ დავაყენეთ მეტი მზის და ქარის შესაბამისი სისტემა, ვიდრე ისტორიაში ნებისმიერ წელს, ეს ყოველივე საკმარისია 56 მილიონი სახლის ელექტრომომარაგებისთვის“.

FT: ევროკავშირმა გააფრთხილა რუსული გაზის ევროპელი მყიდველები, რომ ისინი დაარღვევენ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, თუ დაეთანხმებიან კრემლის მოთხოვნას რუბლებში გადახდაზე.

ბიზნეს ინსაიდერი: დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ G7-მა უნდა იმოქმედოს ისე, როგორც „ეკონომიკურმა ნატომ“ გლობალურ ბაზრებზე თავდასხმებისგან კოლექტიური თავდაცვისთვის.

WSJ: ნატოს პრინციპების შესაბამისად, ისევე როგორც ნატოს ერთ მოკავშირეზე თავდასხმა განიხილება თავდასხმად ყველა წევრ ქვეყნაზე, იგივე მიდგომით უნდა მოეპყრონ ევროპა და აშშ რუსეთის გადაწყვეტილებას, შეუწყვიტოს ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს და ბულგარეთს

პრეზიდენტი ბაიდენი ტვიტერზე: „კონგრესს ვუგზავნი ყოვლისმომცველ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს დაუღალავ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დაკისრებაზე რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც პუტინის ომის საშუალებას აძლევენ.

ჩვენ უნდა წავართვათ იახტები, ძვირადღირებული სახლები და პუტინის კლეპტოკრატების სხვა არაკეთილსინდისიერი მოგება“.

 

ბიზნეს ინსაიდერი: ბაიდენის ახალი წინადადებით, რუსი ოლიგარქის 90 მილიონი დოლარის სუპერ იახტა შესაძლოა გაიყიდოს უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად. საუბარია ვიქტორ ვექსელბერგის იახტა “ტანგოზე”.

ბიზნეს ინსაიდერი: გერმანია აცხადებს, რომ მზადაა შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი, რაც გზას გაუხსნის ევროკავშირს სრული ემბარგოს დაწესებისკენ რუსეთისთვის.

ბიზნეს ინსაიდერი: რუსული დიზელის საწვავის წამყვან ექსპორტიორს ყველაზე მეტად შეუმცირდა გაყიდვები 2016 წლის შემდეგ.

ECB პრეზიდენტი ტვიტერზე: რუსეთის ომმა უკრაინაში გამოიწვია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მომხდარი კრიზისების სერია. გლობალური გამოწვევები ძალზე რთულია და მოითხოვს კოორდინაციის უპრეცედენტო დონეს, რადგან მულტილატერალიზმის წინამძღოლი ძალები სუსტდებიან.

EBRD ტვიტერზე უკრაინის შესახებ: ჩვენ ერთად ვმუშაობთ კრიტიკული საქონლით ვაჭრობის შესანარჩუნებლად, ფერმერებისა და მცირე ბიზნესის დასახმარებლად და ვცდილობთ ლტოლვილებს შესაძლებლობა მივცეთ მოიწყონ თავიანთი ცხოვრება მეზობელ ქვეყნებში.

ბიზნეს ინსაიდერი: კრემლი უბრძანებს უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქს, დაიწყონ რუბლის გამოყენება.

ბიზნეს ინსაიდერი: ოქროზე მოთხოვნა პირველ კვარტალში 34%-ით გაიზარდა, რადგან ინვესტორები ცდილობდნენ უსაფრთხოებას და კაპიტალის დაცვას მზარდი ინფლაციისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრისგან, ნათქვამია მსოფლიო ოქროს საბჭოში.

Economist Inteligence Unit ტვიტერზე: რუს ტურისტებზე დამოკიდებულება ზოგადად დაბალია მთელს აზიაში, თუმცა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გაურკვევლობას შემატებს ტურიზმის სექტორის აღდგენას რეგიონში.

ბიზნეს ინსაიდერი: Bank of America–ს თანახმად, ჩინური იუანი 2-წლიან მინიმუმამდე დაეცემა მომდევნო თვეებში, რადგან ინვესტორები თანხების დოლარში გადატანას ცდილობენ.

IMF ტვიტერზე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული უთანასწორობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის სტიმულირება, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გაძლიერება და შემოსავლების უთანასწორობის შემცირება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …