მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგიდან“

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

რუსეთის აგრესია და ენერგორესურსები:

კულება ტვიტერზე: „თუ მსოფლიო ლიდერები და ბიზნესი სერიოზულად არიან მომართული რუსეთის ომის დანაშაულების დასრულებაზე, მათ ჯერ პუტინს ნავთობიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობა უნდა გაუქრონ. არასაკმარისია მხოლოდ შეშფოთება და ნახევრად მიღებული ზომები, როდესაც უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ. რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით. შეწყვიტეთ მისი ყიდვა. ევროკავშირს რუსული ნავთობის რეალური ემბარგო სჭირდება. გარდა ამისა, რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს. მოდით მკაფიოდ ვთქვათ: ნებისმიერი ნაზავი, რომელიც შეიცავს ნებისმიერ  რუსულ ნავთობს, უნდა განიხილებოდეს როგორც 100%–ით რუსული ნავთობი. ნუ მისცემთ რუსებს უფლებას, იპოვონ ხვრელები შეზღუდვებში“.

კულება ტვიტერზე: „ჩვენ, დღევანდელ სატელეფონო საუბარში, ჩემს ჰოლანდიელ კოლეგასთან განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის მომზადების საკითხი და ჩვენს ქვეყნებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. მე ასევე აღვნიშნე უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების მნიშვნელობა“.

ბიზნეს ინსაიდერი: რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვა ევროკავშირის ყველაზე მარტივი არჩევანია მკაცრი სანქციების ვარიანტებიდან, ამბობს ენერგეტიკული ბაზრების გავლენიანი ანალიტიკოსი S&P-დან. ის აღნიშნავს, რომ ურთულესი საკითხია ბუნებრივი გაზის აკრძალვა.

ბიზნეს ინსაიდერი: პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ,,ძალიან სერიოზულ დარტყმას“ მიიღებს, თუ ევროპის ქვეყნები შეწყვეტენ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვას, თქვა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, დევნილმა ოლიგარქმა, რომელიც ოდესღაც ქვეყნის ერთ-ერთ ყოფილ ნავთობ გიგანტს ხელმძღვანელობდა.

ბიზნეს ინსაიდერი: ნავთობის ფასის 4.7%-ით ვარდნა ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღის გამო საწვავზე მოთხოვნის შესაძლო შემცირებამ გამოიწვია. ნავთობის ბაზარზე ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების გაზრდამაც იქონია გავლენა.

ბლუმბერგი: აზიური ნავთობგადამამუშავებელი მწარმოებლები დაწესებული სანქციების გამო ერიდებიან რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ძირთად საექსპორტო კომპანიებთან ურთიერთობას.

ბიზნეს ინსაიდერი:  უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული ნავთობის გაყიდვები ინდოეთში გაიზარდა, არსებულმა ვითარებამ რიგ შემთხვევებში ნავთობზე მკვეთრი ფასდაკლება გამოიწვია.

ბლუმბერგი: პორტების გადატვირთულობა ჩინეთში უბიძგებს უფრო მეტ გემს საწვავი შეავსოს ამავე ქვეყნის პორტებში,რადგან COVID 19-ის გაუარესება გადამზიდავებს აიძულებს გადაზიდვის მარშრუტების ხელახლა კონფიგურაციას. შედეგად, ჩინეთმა ამ წლის პირველ კვარტალში გემებს 4,9 მილიონი ტონა საწვავი მიაწოდა, რაც1.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

UN: უკრაინაში საჭიროებების ზრდის ფონზე, გაერო და ჰუმანიტარული პარტნიორები ითხოვენ 2,25 მილიარდ აშშ დოლარს 8,7 მილიონი ადამიანის დასახმარებლად, მათგან ნახევარზე მეტი ქალია. კონფლიქტმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი იძულებით გადაადგილების კრიზისი გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სადაც დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი გადაადგილდა ორ თვეზე ნაკლებ დროში.

მსოფლიო ეკონომიკა

ბიზნეს ინსაიდერი: ჩინურ იუანს 2015 წლის შემდეგ დოლართან მიმართებაში ყველაზე მაღალი ყოველკვირეული ვარდნა ემუქრება და მიუხედავად რეკორდული ვარდნისა, პეკინის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ვალუტა არის ,,სტაბილური და ჯანსაღი’’.

ბიზნეს ინსაიდერი: ორი რთული წლის შემდეგ ბევრი ვარაუდობს, რომ საცალო ვაჭრობის ზრდა გარკვეულწილად ნორმალურ დონეს დაუბრუნდება 2022 წელს. სინამდვილეში ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-ში ელექტრონული კომერციის გაყიდვები გაიზრდება 14.1 %-ით წელს.

IMF ანალიზი: ცენტრალური ბანკები უნდა დააკვირდნენ ინვესტორების რისკის კოეფიციენტის ცვლილებას, ლიკვიდურობასა და კრედიტის ხელმისაწვდომობას, ომისა და სანქციების ფონზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ბიზნეს ინსაიდერი: საფონდო ინვესტორები საკმარისად არ აფასებენ ომის რისკს და ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებას რეცესიაზე, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს, ამბობს უოლ სტრიტის საინვესტიციო ხელმძღვანელი.

IMF: ციფრული ფულის ტრანსსასაზღვრო გამოყენება ახალ კითხვებს ბადებს და ახალი პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. ახლა დროა პოლიტიკოსებმა გადამწყვეტად იმოქმედონ.

Insider inteligence აქვეყნებს დღის ჩარტს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის მუსიკალურმა ინდუსტრიამ 2021 წელს შემოსავლები 24%-ით გაზარდა – $15 მილიარდამდე. შემოსავლების თითქმის ორი მესამედი მიდიოდა ფასიანი სტრიმინგის ხელმოწერებზე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …