GHG -მ 2018 წელს 850 მილიონის მიღებაზე განაცხადა

თბილისი (BPI) – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) 2018 წლის წარმატებით დასრულებაზე განაცხადა.

ჯგუფი „ძლიერი“ ფინანსური მაჩვენებლებით ამაყობს. 2018 წელს შემოსავალი 14%-ით, 849.9 მლნ ლარამდე გაიზარდა. EBITDA-ს ზრდამ 22%-ს გადააჭარბა და 132.3 მლნ შეადგინა. რაც შეეხება წმინდა მოგება აქ 16%-მდე ზრდაა. ჯგუფმა 53.2 მლნ მიითვალა.

მხოლოდ ფარმაცევტული საქმიანობიდან GHG -ს შემოსავალი 15% გაეზარდა და 0.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა (518.6 მლნ). წმინდა მოგება 34 მლნ იყო. 

„2018 მნიშვნელოვანი წელი იყო GHG -სთვის საინვესტიციო საქმიანობისა და პროგრესის თვალსაზრისით,  რადგანაც ჯგუფმა დაასრულა 3-წლიანი საინვესტიციო პროგრამა და მოახდინა  ბიზნესის „დაქოქვა“ ჯანდაცვის ბაზრის ყველა მნიშვნელოვან სეგმენტში“, – აცხადებს GHG გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე.

მომდევნო წლებში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ინვესტიციებიდან ამონაგების ზრდაზე იქნება ფოკუსირებული, ასევე ყურადღებას დაუთმობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, ლაბორატორიული დიაგნოსტუიკის მომსახურებას, ასევე კლინიკებისა და აფთიაქების ქსელის გაფართოებას. 

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, დილის ვაჭრობაზე GHG -ს აქციებზე ფასი 9.75%-ით, 2.58 ფუნტამდე გაიზარდა.

GBC.GE

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …