საქსტატი საერთაშორისო მისიას მასპინძლობს

14-16 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახური ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტატისტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ (STEP – Statistics Through Eastern Partnership) საერთაშორისო მისიას მასპინძლობს.
✅ სამდღიანი ღონისძიების მთავარი მომხსენებელია სტატისტიკის სფეროში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი – მაიკ ჰიუზი, ვისი მხარდაჭერითაც შემუშავდა “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის ახალი პროექტი.
✅ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ და ქვეყანაში სტატისტიკის ძლიერი და ერთიანი ეროვნული სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
✅ მისიის მიზანს წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი უწყებებისთვის, სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციისა და სამართლებრივი ნორმების საკითხებზე, ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
✅ 14-15 ივნისს სამუშაო შეხვედრები გაიმართება საქსტატის ხელმძღვანელობასთან და დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.
✅ შეხვედრების ფარგლებში ბრიტანელი ექსპერტი ქართველ კოლეგებთან ერთად დეტალურად განიხილავს სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციის პრაქტიკულ და სამართლებრივ მექანიზმებს.
✅ STEP-ი ევროსტატის მიერ ინიცირებული პირველი რეგიონული პროექტია, რომლის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ოფიციალური სტატისტიკის შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …