Georgian Airways-მა თბილისი-ვორონეჟის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია შეაჩერა

თბილისი (BPI) – Georgian Airways-მა თბილისი-ვორონეჟის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია შეაჩერა. ვორონეჟის აეროპორტში განმარტავენ, რომ აღნიშნულის მიზეზი Georgian Airways-ის განრიგის ცვლილებაა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლების ინფორმაცით კი ავიარეისები თბილისი-ვორონეჟის მიმართულებაზე, მიმდინარე წლის ზაფხულიდან აუცილებლად განხორციელდება. თუმცა როდიდან განაახლებს Georgian Airways-ი ბილეთების გაყიდვას, ამ დროისათვის არ კონკრეტდება.

შეგახსენებთ, რომ ვორონეჟი Georgian Airways-ისთვის ახალი მიმართულებაა, რომელზედაც ოპერირება კომპანიას 1-ელი აპრილიდან უნდა დაეწყო. პირველადი განრიგის მიხედვით, აღნიშნულ მარშრუტზე Georgian Airways-იფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …