Georgian Airways-ი Jessie J-სა და Thirty Seconds To Mars-ის კონცერტებისთვის სპეციალურ ავიარეისებს ნიშნავს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი Black Sea Arena- ზე დაგეგმილ კონცერტებთანდაკავშირებით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე სპეციალურ ავიარეისებს ნიშნავს.

Georgian Airways-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური რეისები Black Sea Arena- ზე დაგეგმილი პოპულარული ბრიტანელი მომღერლის Jessie J-სა და მსოფლიოს ერთი-ერთი საუკეთესო როკ-ჯგუფი Thirty Seconds To Mars კონცერტებთან დაკავშირებით ინიშნება.

“Black Sea Arena-ზე მოსახვედრად ყველაზე კომფორტული გადაწყვეტილება თბილისიდან ბათუმის მიმართულებით Georgian Airways-ის სპეციალური ავიარეისებია, ბათუმიდან შეკვეთილამდე კი სულ რაღაც 36 კმ გაშორებთ”, აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მაშ ასე, ვისაც კონცერტებზე დასწრება სურს და ამისათვის საჰაერო გზით გადაადგილებას ანიჭებს უპირატესობას, Georgian Airways-ის ფრენების გრაფიკი ასეთია:

 თბილისი-ბათუმი – 6 აგვისტო, 16:00 -16:45 საათი.
 ბათუმი-თბილისი – 7 აგვისტო, 01:00 – 01:40 საათი.

 თბილისი-ბათუმი – 13 აგვისტო, 16:00 -16:45 საათი.
 ბათუმი-თბილისი – 14 აგვისტო, 01:00 – 01:40 საათი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …